ივერია
სახელი, ივერია, ენითავე ქართულითა მიეცა. რამეთუ „იი“ არს შორის-ყრილი, რომელი არს სასიხარულო ჴმა ზახილისა. ხოლო „ვერიე“, მოვერიე. არამედ წყობისათჳს შეთხზულად, ივერია. რამეთუ ოდეს 10 მეფემან ადერკიმ მოკლა არშაკ მეფე ქართლისა გოლიათობითა თჳსითა, მაშინ აღუტევა ჴმა სპათა მიმართ თჳსთა „იი, ვერიე“, და განხდა ჴმა ესე, და იტყოდიან ყოველნი, სიმჴნისა მისისათჳს, ამის გამო იწოდა ივერია. არამედ წოდება სასიხარულოს ჴმისა მოასწავებდა სიხარულსა დიდსა. რამეთუ პირველსა მეფობასა ადერკისასა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მოასწავებდა ჴმა სახაებისა ხარებასა და სიხარულსა სასუფევლისასა. ხოლო „ვერიე“ მორევნასა კერპთა ზედა, ძალსა ჯვარისასა და ხსნასა ეშმაკისაგან საქართველოსასა
ანუ,როგორც ამ გადმოცემაშია ნახსენები,ივერია გამარჯვების დასტურია,ანუ გამარჯვებულის შეძახილი .
და მაინც რას ამბობს ივერია? ასე ვთქვათ :"იქ" +"ვარ"+ერი (ანუ ქმნა,მოქმედება ).ერი და ენა ერთარსია. და ეს სწორედ ის შემთხვევაა,როდესაც ქრისტე ამბობს:"ნუ მოიხვეჭთ საუნჯეს ამ ქვეყნად,მოიხვეჭეთ ზეცად,რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი"...ანუ ენა,იგივ ერი არის საუნჯე! (რაც აზრი-ფიქრი არსებობს ადამიანში,ის არის მისი ენა,მისი ი-ერი,მისი რეალური მე)...ანუ ივერია არის იერი ვინაობის..ანუ როგორც ერთი კაცი,ისე ერთი ერი.ივერია-საქართველო ერთარსია,რადგან ერთი ენის-კოდის მატარებელი ხალხია ქართველები.რა საუნჯეც გვაქვს დღეს ჩვენ ქართველებს,იმ იერში (რეალობაში) ვიმყოფებით...
.საქართველოს ვერავინ დაამარცხებს,რადგან თავად არის გამარჯვება (ვერიე)! ერთ წმინდა გულის ქართველს შეუძლია შეაჩეროს მთელი სამყაროს ბოროტება,რადგან ქართული ენა არის სამყაროს ენა და ქართველს აქვს შესაბამისად უძლეველი იარაღი ბოძებული ღვთისაგან. (ნურავინ იტყვის,რომ ქართველებს ეს პატივი რად ერგოო,რატომ გამოარჩია ღმერთმაო,რადგან ქართველობამ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იბრძოლა ამისთვის,ის იცავდა ენას,მამულს და სარწმუნოებას,სისხლის უკანასკნელ წვეთამდე,ანუ ღმერთმა დაგვიფასა ჩვენ,ჩვენი ერთგულება,ჩვენი საუნჯის დაცვისთვის თავდადება(ასე ვჭედავდით ჩვენ ,ჩვენს იერს)...მერე რა რომ მოღალატეებიც მრავლად გვყავდნენ,განა სხვა ერებს თავის დროზე იგივ ენა და ცოდნა არ ჰქონდა რაც ჩვენ? განა ერთი ენა არ იყო მთელს ქვეყანაზე? იყო,მაგრამ ყველამ სათავისოდ მოირგო,ყველამ ამ ქვეყნიური საუნჯე, ანაცვალა ზეციურ საუნჯეს.ხოდა მათი არჩევანია ის რაც აქვთ დღეს და ჩვენი არჩევანია ის რაც გვაქვს დღეს.)...რაც შეეხება იმას რომ ერთ ქართველს შეუძლია შეაჩეროს მთელი ქვეყნის ბოროტება,ეს ასეა,მაგრამ ამავე დროს ამის გაკეთების დრო არ არის ჯერ. რადგან შეაჩერო ნიშნავს განკითხვის დღეს.თუ ახლა შეაჩერებ (ღვთის ნებით რათქმაუნდა) ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება,რადგან ჯერ კიდევ ვერ გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს (ჯერ კიდევ ვერ შეიცნო და არ მოინანია) .სხვის გასავლელ გზას,სხვა ვერ გაივლის...
ის რომ ივერია-ში ენის კოდი დევს,ეს დასტურდება მისივე გამოძახილით :ივერია გაბრწყინდება! -ეს არის კოდი,რომელიც თითოეულ ქართველში დევს ,ეს არის ცოდნა,რომელიც ქართულ სისხლს მოაქვს ოდითგან. ქართველების უმეტესობას, ამის უბრალოდ სჯერა!ზოგიერთი ეწინააღმდეგება და ღიზიანდება კიდეც (რადგან მათი საუნჯე ,მოპოვებული არის ამ ქვეყნად და რადგან ვერ სწვდება ზეციურ საუნჯეს,ეს მას აღიზიანებს)...ივერია გაბრწყინდება იგივეა რაც ლაზარეს აღდგომა.გაბრწყინება ამოსვლას,ანუ გამოსვლას გავს,ლაზარე გამოვედ გარეთ ! ...
ივერია უკუღმა წაკითხვისას გვაძლევს აირევი-ს ,ანუ აღრევას ,რაც ბიბლიურად ვიცით რომ ენების აღრევაა(ამავე დროს შეიძლება ვივარაუდოთ რომ ივერიაში ჩადებული "ვერ" და ქართული სიტყვა ვერაგი,ვერ-აგებასთან არის კავშირში,ანუ ვერაგობა და ვერ აგება ერთ აზრია,ვერაგობით შეიძლება დაიწყო ,იცხოვრო კიდეც,მაგრამ საბოლოოდ ვერას ააგებ,ვერ დაასრულებ,ნაყოფს ვერ მიიღებ)...
ამბობენ რომ ქრისტე ღმერთი განკითხვის დღეს ქართული ენით განიკითხავს,ანუ ? ქართული ენაა კოსმოსის,სამყაროს ენა! საერთოდ მთელი კაცობრიობის ჭეშმარიტი კოდი.ანუ მიწიერი გაგებით კი არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ამერიკელს ღმერთი ქართულად განიკითხავს,არა! ქართული ენა დადებს ჭეშმარიტებას (სიტყვით და საქმით) რის წინაშეც ყველა ერი თავს დახრის !
ივერია და ივრითიც კავშირშია (დღევანდელ ებრაელობას,არაფერი აკავშირებს,ჭეშმარიტ ივრითთან. დღევანდელი ებრაული ივრითი ძველ-თურქული სიტყვებისგან შესდგება,ისევე როგორც ებრაული იდიში ძველ გერმანული სასაუბროა...სხვათაშორის გერმანელების წარმომავლობა კავკასიურია,რაც ოდინის-ღვთაებას უკავშირდება,ისევე როგორც იდიში და ოდიში-ოდინი არის ურთიერთ კავშირში...საერთოდაც ძველ გერმანული დამწერლობა "რუნები" ზალატოე რუნოა,ის ოქროს საწმისი რაც გაიტაცეს თუმც აზრი ვერ გამოიტანეს რადგან გასაღები მისი ქართული აზროვნებაა!)...ყველა ქართული სიბრძნე-ცოდნა იქნა გადაგვარებული და გავერანებული საქართველოს გარეთ.რატომ? იმიტომ რომ ყოველივეს გასაღები ქართული აზრია,ქართული ცნობიერება. როგორც არ უნდა თარგმნო ვეფხისტყაოსანი,მის სიდიადეს მხოლოდ ქართველი შეიცნობს სრულყოფილად...
ასევე ცნობილია
რომ ივერიას კავშირი აქვს ურარტუელების ღვთაებასთან "ივრი ალალე "-ანუ
მეუფეო ალალე...ივრი მეუფეს,ნიშნავს,ანუ ის რაც გმართავს,რაც
დაგგუფლებია.ანუ საერთო ჯამში ივერია გამარჯვების -მართლმადიდებლობის
გვირგვინს აღნიშნავს ...ანუ მეუფე ალალი ,სიმართლე,ჭეშმარიტება .
რუსულად "ვერ"-ა "ვერ"-ნი (ერთგულება და რწმენაა) ,მაგრამ ქართულად "ვერ" თითქმის შეუძლებელს ნიშნავს ,ვერ შევძლებ,ვერ-აგება,ვერ-ანი(ვერ შემდგარი),ვერ-ცხლი (ვერ ცოცხალი) ...იდეაში ალბათ შეუძლებლის შეძლებაა სწორადაც გამარჯვება .საკვირველი! (ვერა-ს ადრე კვირეთი ერქვა)
ლაზარე
“ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს
რატომ? იოანეს სახარებაში უფალი ამბობს: 15/14 "თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ. 15 მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი, რაც მამისგან მოვისმინე, თქვენ გამცნეთ."
შესაბამისად ლაზარე იმად არის ,მეგობარი უფლის რომ ის მართალია,რადგან ის აკეთებს იმას რაც უფალმა მცნებად დაუდო და ამას აკეთებს გაცნობიერებულად (ბრმად არა,როგორც მონა) .მაშასადამე ლაზარე სახელი ქართულად ითარგმნების როგორც "ზიარი"!
ლაზარე–ს შესახებ ჩევნი წმინდანნი ამბობენ რომ მასში ქართული ენა იგულისხმება.რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ ქართული ენა მართალია(ანუ გამართული)! იგი მეგობარია უფლის,ანუ ზიარია უფალთან.ესეიგი იგი შეიცავს სრულად ჭეშმარიტებას,რადგან უფალია ჭეშმარიტება...ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას რომ ეს ენა (ქართული) მოდის სათავიდან,სრულად მოიცავს თავის თავში ყოველივეს,როგორც უფალი ამბობს : მე ვარ ანი და ჰოე.
საფლავთან მისულმა იესომ ლოდის აღება ბრძანა. ბრძანება შეასრულეს და საშინელმა სიმყრალემ შეაძრწუნა ყველანი. უთხრა მართამ: "უფალო, ყროდის, რამეთუ მეოთხეი დღეი არს." იესომ კი ილოცა და "ხმითა დიდითა ღაღად-ჰყო: ლაზარე, გამოვედ გარე!".......რასთან გვაქვს აქ საქმე? იესო ქრისტე რასაც ამბობს ,რწმენით და სიმართლით ამბობს...გავიხსენოთ რას ამბობს ქრისტე რწმენასთან დაკავშირებით: იოტისოდენა რწმენა რო გქონდეთო ამ ლეღვს ეტყოდითო ზღვაშჳ ჩაინერგეო და ისიც ადგებოდაო და ზღვაში ჩაინერგებოდაო...ანუ ? თავისუფლად შეეძლო ქრისტეს ლაზარეს გაცოცხლება ,რადგან რწმენით ამბობს და საქმენი სიტყვანი მისი მუდამ მართალია.
კიდევ ერთი რამაა საგულისხმო აქ,ქრისტე ამბობს:"ლაზარე,გამოვედ გარე!"–არ ამბობს ლაზარე გამოდი გარეთო,არამედ თითქოს თავის თავს მიმართავს ,"გამოვედ"...ზ–არე,ენის ზარი...შეიძლება ვივარაუდოთ რომ თავის შინაგან რწმენას,თავის საუნჯეს ,გულის ნადებს ეუბნება გამოვედ გარე,ანუ შენის ძალით–ო....ამიტომაც ეწოდება ლაზარეს–"ღვთის წყალობა"
შესაბამისად ქართული ენა ,არის უფლის ენა (კოდი).ამიტომაც არის ნათქვამი,მეორედ მოსვლისას ქართული ენით განსჯის კაცობრიობასო,ანუ ქართული ენაა სიმართლის მატარებელი...შესაბამისად ქართული ენა იტყვის ჭეშმარიტებასო რასაც მთელი მსოფლიო,უნდა არ უნდა აღიარებს!....................................................................................................
ბოლოსიტყვაობა:რა ასოციაციებს იწვევს სიტყვა ლაზარე?
რადგან ქართული ენაა ზიარი და მართალი,მაშინ ისიც უნდა სარწმუნო იყოს რომ ლაზარე არის ლაზი! ლაზ–არი
საინტერესოა ასევე ჭადრაკის ფიგურა ლაზიერის სახელწოდებაც,ის დედოფლად არის მიჩნეული,მაგრამ ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ ლაზიერი,მეფის სიტყვის (ამ შემთხვევაში,უფლის სიტყვის ) აღსრულებაა. ანუ ლაზიერი შეიძლება მოდიოდეს სიტყვა ვაზირი–დან,ვეზირი–დან (ან პირიქით)
ლაზარე ასევე ძლიერ წააგავს სიტყვა ლაზერს (Light Amplification by Stimulated Emission of Radiation — «სინათლის გაძლიერება იძულებული გამოსხივების მეშვეობით»)(შემთხვევით არაფერი,ხდება,რადგან ეს სახელი დაერქვა,ასეც იყო საჭირო ).......ლაზი და სიტყვა ლა–მა–ზი ასევე ერთი ძირია,შესაბამისად ლამაზი და ალმაზიც ერთია ,ისევე როგორც ალაზანი,აზერბაიჯანი (ლ–აზ–ერ...ცნობილი სიტყვა აზები ,ასები ,აზგარდი ანუ გერმანულ–სკანდინავიური მითები შეიძლება ვივარაუდოთ ლაზებთან არის კავშირში)
ლაზარობა, ამინდის გამოსაწვევი რიტუალი, რომელიც სხვადასხვა სახით გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში.
ლაზარ მოდგა კარსა, იგრიალა ცასა,
მიდგა-მოდგა თაროსა, დეემსგავსა მთვარესა,
აბა ჩვენო ელია, რაზედ მოგიწყენია,
თეთრი ციკან-ბატკანი, შენთვის მოგვირთმევია,
ჩვენ დაგიკლავთ ციკანსა, შენ მოგვიყვან წვიმასა,
აღარ გვინდა გორახი, ახლა გვინდა ტალახი,
აღარ გვინდა გორახი, ახლა გვინდა ტალახი.
აქაც შეგვიძლია ასეთი რამ ვივარაუდოთ,რომ ლაზაარე მოდგა კარსა,იგრიალა ცასა,ესაა გულში მომდგარი რწმენით ნათქვამი სიტყვის პერიფრაზი (ანუ რწმენით ნათქვამი ,შემდეგ უკვე ელიას შესასრულებელია ,ანუ ელი,ვ–ელი,ველოდებით უკვე შედეგს)
ბაგრატიონი
ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის)
პროვინციიდან იყვნენ (ამჟამად თურქეთის ისპირის რაიონი). ქართულ ისტორიულ
წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია
მოსაზრება, რომ ამ საგვარეულოს სათავე დაუდო ბივრიტიანთა (ბივრატიანთა)
ფეოდალურმა საგვარეულომ (ბივრიტიანები ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვით მე-3
საუკუნიდან განაგებდნენ ოძრხეს საერისთავოს).
ბივრიტი–ეს თვალი ზღვისა და ცის ფერია
სუმბატ
დავითის ძის თქმით, ბაგრატიონები არიან ბიბლიური მეფის, დავით
წინასწარმეტყველის შთამომავლები. სხვათა შორის, ამ შტოს წარმომადგენელი იყო
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები. სუმბატ დავითის ძის
მიხედვით, პირველი ბაგრატიონ-დავითიანი, რომელიც ავიდა ქართლის
ერისმთავართა ტახტზე (ადრე რომ სამეფო ტახტი ერქვა), იყო გვარამი, რომელიც
ქართლის მამულიშვილთა კრებაზე აირჩიეს ქართლის მმართველად – ერისმთავრად.
საქართველოში მართლაც, 575 წელს ქართლის ერისმთავრად აირჩიეს გვარამი.
მაგრამ რას ამბობს თავად სიტყვა ბაგრატიონი? "ბაგა" ეს ის სადგომია სადაც იშვა უფალი იესო ქრისტე !
(პირუტყვთა საზრდელთა დასადებელი ადგილი;
ბ ა გ ა ეწოდების სახლთა შინა მოდაბლო სარკმელთა;
ბ ა გ ა ეწოდების ახალს ვენაჴსაცა)...
ასევე აზრობრივად ბაგა კავშირშია ბაგესთან,ანუ სიტყვათა სადგომი ( დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა)...შესაბამისად ვივარაუდოთ უნდა რომ უფლის (სიტყვის) სადგომ ბაგაზე (ბაგეზე) არის მინიშნება თავსართით
"რატი"–ეს
სახელი ითარგმნება როგორც ბატონი,პატრონი. რატი–რაობის
ტანი,ფორმა,ტონი...ბაგრატი –ღვთიური სული წმინდის რაობაზეა
მინიშნება.ბაგრატი სული წმინდის მქონეს (ონი)–ს აღნიშნავს....რაობის ტანი
ასევე შეიძლება დავუკავშიროთ ,რუსთველის "ვეფხისტყაოსანი"–ს
(ვეფხისტანისას)
ვეფხის ტყავ ოსანა (ოსანა–დიდება!,ანუ ო–ს ანი)...ვეფხვის ტყავის კაბით გამოიცნობა გმირის სულიერი სამყარო...ვეფხისტყავს ატარებდა შუმერი ქურუმები,როგორც ცნობილია.
ბაგრატიონები გახდნენ სამართალ მემკვიდრენი გორგასლისა (სასანიდთა დინასტიის),ბაგრატიონები ყოველთვის ხაზ–უსვამდნენ იმას რომ მათი ალამი,ფარნავაზ–გორგასლიანთა სამართალ მემკვიდრე იყო...ამიტომ საინტერესოა გორგასლის გვარი სასანი (თუმცა ბევრის აზრით შეიძლება არც იყო სასანიდი და ფარნავაზიანი იყო)...სასა–ს ანი (ესეც აშკარად მითითებაა ,პირიდან გამომავალ სიტყვაზე ...სასა–ს ადრე ცასაც უწოდებდნენ,რადგან ზემოთ მყოფია...თუნდაც ფარნავაზიც სუფთა ქართული ნიშანია ფარ–ვაზი...
ერთი სიტყვით ქართველებს ყავდათ მეფეები,რომლებიც არა მხედარმთავრები,პოლიტიკოსები და რაინდები იყვნენ უბრალოდ,არამედ უფლის სიტყვის მცველები...გვინდა არ გვინდა,უნდა ვაღიაროთ,რომ ქართველი კაცი (ზოგადად ადამიანი) მუდამ იყო (მეტ–ნაკლებად) მუდამ წარმართი (დღესაც ასეა)...გამოდის რომ არა ეს ჩვენი უფლის შტო,მეფენი ...ისტორიიდან ცნობილია როცა მეფეს უჭირდა ,ხალხიც მალევე დაბეჩავდებოდა ,დაეცემოდა უამრავ უზნეობაში გაყოფდახოლმე თავსა თუ ფეხს...ეს ალბათ სწორედ იმით აიხსნება რომ ,ქართველი კაცი წარმართია და წარმართობა დაფუძნებულია ეგოზე ("მე"–ზე) ,მაშინ როცა უფლის გზა თავგანწირვაა სხვათათვის ("ჩვენ" და არა "მე")...შესაბამისად ქართველი კაცი ვერ ახერხებს ფეხზე დგომას,მეფის გარეშე,მხოლოდ მეფეში (უფალში) აღწევს ერთიანობას,რადგან მეფემ ისტორიით დაანახვა მას (ქართველს) რომ ის უანგარო ,მებრძოლია ქვეყნისთვის,თითოეული ქართველისთვის, მას ძალუძს თავის და თავის ოჯახის წევრების მსხვერპლად შეწირვა ,ქვეყნის საკეთილდღეოდ ...(მეტ–ნაკლები შედარებით,ძირითადი ხაზი ასე სჩანს)
მტერი
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
სიტყვა მტერი,მატერიასთან კავშირში უნდა იყოს,ისევე როგორც აზრობრივად მტვერთან კავშირში . მტერია მატერია ,რადგან ხორცზე გაფიქრებს და მტვერია მტერი,რადგან მხოლოდ მაშინ გედება (გიტევს და გაზიანებს) როცა უმოქმედოთ ხარ.
ბუნებაში წმინდა წყალი,მხოლოდ წამიერად არსებობს,მას ყოველ წამიერად ედება მტვერი...ასევეა წმინდა კაციც,თუ ყოველ წამიერად არ ლოცულობს,არ ნანობს ,მასაც ნელ-ნელა შეიძლება გამოეცალოს ძალა და მტვრის ნალექის ძალამ ამოაშროს წყალი
ამიტომ იშორებდა ყოველ უზნეოს ,ძველად ქართველი (თემიდან მოკვეთით ) :"მოშორებული იყვეს თემისაგანაც და ნათესაობისაგანაც… მარტო იმის ცოლს ეძლევა ნება თან გაჰყვეს… დღეის შემდეგ, არც ვის არა აქვს ნება მას მიაწოდოს ცეცხლი, თუ უცეცხლოდა ნახა, მიაწოდოს წყალი, თუ მწყურვალი ნახა, მიუშვიროს პური, თუ მშიერი ნახა… ყველას სახლის კარი დახშული უნდა იყოს მისთვის, ყველა დამუნჯებული უნდა იქმნეს მისთვის პასუხის მისაცემლად, ყველა დაყრუებული უნდა იყოს მის ხვეწნის გასაგებად"----ეს არ არის შურისძიება,ეს არის თემზე ზრუნვა! ეს არ არის ,უპატიებლობა,ეს არის თემზე ზრუნვა!
ასე იშვა თანდათან ,ხალხი რომლებსაც შემდეგ ინდო-ევროპული რასა ეწოდა. ანუ ხალხი ვინც თემის კანონებით ვერ ცხოვრობდა,ვინც ზნეობის კანონებს არ იცავდა ,მათი მოშორებით თემი ძლიერდებოდა ,სიმართლეს და სისპეტაკეს ინარჩუნებდა . ასე მოდიოდა თემი თავის სიმართლით (ზნეობით) ასე ანვითარებდა-ხსნიდა ადამიანის კოდს (სიმართლით-ზნეობით) კულტურას(რელიგიას,ენას) ...ხოლო თემს იქეთ დარჩენილები,ზნეობის კანონების დაცვის გარეშე ემსგავსებოდნენ ცხოველებს (ბარბაროსებს) მატერიაში ჩაძირულები,პირად გადარჩენაზე მოფიქრალნი (რადგან თემი არ ზრუნავდა მათზე) ,თანდათან ივსებოდნენ უფრო მეტი ღვარძლით და შურით ,თუმც ამტკიცებდნენ და დღესაც ამტკიცებენ,რომ ზნეობის კანონების გარეშე,მათ მოიპოვეს თავისუფლება ,მათ ყოველთვის შურდათ იბერიული ცივილიზაციის და მათი ქმედება ყოველთვის მომართული იყო განადგურებისკენ ყოველი კულტურის გამოვლინების მიმართ (მათ შექმნა არ ძალუძთ,მათ შეუძლიათ არსებულის გაუკუღმართება მხოლოდ) .
ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა.
როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი.
ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია
ფაქტია ისიც,რომ ადამიანი ყველა ადამიანია,მაგრამ მათ შორის განსხვავება,არა მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობებია,ასევე განსხვავდებიან სხეულის აგებულებით და თავის ქალითაც ,რადგან სიმართლით მაცხოვარი,სხეულის ფორმებსაც აუმჯობესებდა (ანუ ჯიშს---არა მარტო გენეტიკური ხაზით დროში გაწელილი იცვლება სხეული,არამედ ერთი ადამიანის ცხოვრების დროშიც კი,შეიძლება იცვალოს ფორმა "ჩონჩხმა")
"სიცრუე და ორპირობა,ავნებს სულსა მერმე ხორცსა"--ასეა პირიქითაც სიმართლე და ერთგულება,არგებს სულსა მერმე ხორცსა...
და ბოლოს: დღეს ასეთი ამბავი გვაქვს ,ერთნი გვეუბნებიან,რომ რუსეთია მტერი და ამ ფონზე 70% საქართველოის ამერიკა-თურქეთს მიჰყიდეს,მეორენი გვეუბნებიან რომ ამერიკა და ნატო არს მტერი და ამიტომ წაიღო რუსეთმა 30 % საქართველოისო...მთავარი მტერი კი ამ დროს ,შიდა მტერია,რომელიც ამ ყველაფერზე ხელს ითბობს (მოქალაქეთა კავშირი-ბიძინა ივანიშვილი,შევარდნაძე,ბურჯანაძე სააკაშვილი,ენჯეოები,სახალხო დამცველი,ფსევდო-ოპოზიცია ,სასამართლო,იუსტიცია და ა.შ) ...ეს ხალხი ,შიდა მტერი,არის ღვარძლის მთესავი (ეშმაკისგან მართული,უზნეო ადამიანები,რომლებიც ფულის გულისთვის სამშობლოს და კაცობას ჰყიდიან,მოძმეებს ჰყიდიან).ეს ის ხალხია,ქართველ ბავშვებს რომ იტაცებდნენ და თურქეთში ყიდნენ (არანაირი განსხვავება,როცა ახალგაზრდებს უზნეობას ასწავლი,მას სულიერად კლავ) ...
რაც შეეხება მსოფლიო პოლიტიკას (ინდო-ევროპულ მმართველობას,სიონისტებისას ვუწოდებთ თუ მასონებისას,იგივ სახეა) უზნეონი ებრძვიან ზნეობას,რადგან გსურდეს შელახო სხვისი ღირსება,ნიშნავს თავად იყო უღირსი (სააკაშვილს რომ სიამოვნებდა სხვათა გაუპატიურების ყურება,თავად იყო ალბათ მაგის მსხვერპლი (ასეთი საზღაური უნდა გაიღო,რომ მასონებმა მიგიღონ,შენივე ხელით მირთმეული კომპრომატით) ........მომავალი ასეთია,უზნეოებს,სურთ შემდეგი: დათრგუნონ და დაიმორჩილონ ხალხი ომებით,უზნეობის წახალისებით,პატიოსნების დაცინვით (იგივ მოდელია,რასაც სააკაშვილი აკეთებდა ციხეებშიც და გარეთაც,ადამიანისთვის ადამიანობის წართმევა,მეობის განადგურება)...ამის შემდეგ,ამერიკის კონტინენტი განწირულია იციან უკვე,ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ,რომ რუსეთი მოაძლიერონ ,რომ მან დაიპყოს ჩინეთთან ერთად მთელი ევრაზია (სიონისტებს არ აქვთ სამშობლო,სადაც უფრო მშვიდი მიწაა იქ იქნებიან,არ აქვს მნიშვნელი) ილუზიაა რომ რუსეთი (ევრაზიის კავშირი) და ევროპა (ევროსაბჭო,ნატო) ებრძვიან ერთმანეთს,მათი მიზანია უკრაინაში მოსპონ ზნეობრივი ადამიანების ფსიქიკა თორემ,თუ ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში,წინასწარ იციან (იცოდნენ როცა იწყებდნენ ამ უბედურებას) ..... ამის შემდეგ დადგება ბრიტანეთის პრინცი მსოფლიოს მეფედ (ანტიქრისტედ)
დრონი
"მე ვიცი, რა არის დრო, როცა არ მეკითხებიან ამის შესახებ, ხოლო როცა მეკითხებიან, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიჭირს განმარტება"
და მაინც რა არის დრო? სამების პრინციპით დრო ამგვარია: წარსული,აწმყო და მომავალი. ვინაიდან სამება ამავე დროს ერთ არსია,დროც ერთარსია და წამია (წ-ა-მ) იგი... ასეც შეიძლება ვთქვათ დროშა,სახიერებაა დროის .მისი ალი.
სიტყვა "დრო" ,აზრობრივად,გადმომცემი უნდა იყოს შემდეგის: დარ-გონი ,ანუ დარიანი გონი (კეთილგონიერება) ...რატომ კეთილგონიერება? ალბათ იმიტომ რომ წარსულით (წინაპართა წესით) აწყმოით (დღევანდელობით,საკუთარი აზრის ფორმირებით) და მომავლით (წმინდა წერილით) შეიქმნის კეთილგონიერება .(უგუნური არად დაგიდევს წარსულს,და ვერც მომავლით ახელს თვალს,მხოლოდ დღევანდელი კვერცხი ურჩევნია,ყველაფერს) .
დაბრო (რუსულიდან-სიკეთე). იადრო (რუსულიდან-ბირთვი.სამყაროს ბირთვი...ონი-გონი იგივე ბირთვია.საუნჯე) ...დ-რ-ო ("დონ"-დასაწყისი და დასასრული,"რაე"- რაობა,"ონ" -საუნჯე)...
მითებიდან ვიცით,რომ მეფე ართურის (ართ-1 ურ-უმაღლესი რაობა) მამის სახელია :-"ურთ პედრაგონი".იგიც და მისი ვაჟიც ცნობილია დრაკონის ალმით. შეიძლება ვივარაუდოთ რომ დრაკონის სახელიდან მოდის პედრაგონიც (ან პირიქით,არ აქვს მნიშვნელი...ამას იმად ვამბობ რომ დარ-გონი და დრაკონი ერთარსი უნდა იყოს.დარიანი გონი,ან დარიანი კონა ...დარ -ნიჭია რუსულიდან )...
დრაკონი რათქმაუნდა ურჩხულის ,გველეშაპის სახეა იგივე და კეთილგონიერება როგორ არისო შეიძლება ვიფიქროთ,მაგრამ ვეფხვიც შმაგია,მგელიც "მკვლელია" და ასე შემდეგ. საქმე იმაშია რომ ვეფხვის მოკვლით (ანუ თავის თავში სიშმაგის ,აგრესიულობის და კიდევ სხვა ვნებების მკვლელობით,ხდები იმ ვეფხვის ტყაოსანი ,რომელიც შოთას ნახსენები აქვს როგორც სული წმინდის სახე.ანუ ეს იგივე საკუთარ თავზე გამარჯვებაა-შეიცან თავი შენი.მოერიე ვნებებს შენსას...
ასევე ამირანის გადაყლაპვა გველეშაპის მიერ და შემდეგ ამ გველეშაპის განკვეთაც იგივ აზრის მატარებელია. გველეშაპი დრაკონი ,ეს იგივე წუთისოფელია,რომელმაც კი არ უნდა დაგიმორჩილოს დაგაბეჩავოს ,ანუ მან კი არ უნდა გმართოს,შენ უნდა მართო,შენ დაიმორჩილო...თუ გველეშაპი გერევა,ანუ წუთისოფლის საცდური,მაშინ ურჩხული ხდები,თუ შენ ერევი გველეშაპს ,ანუ ვნებებზე იმარჯვებ ,სულზე ფიქრობ და არა ხორცზე,მაშინ დარ-გონი ანუ კეთილგონიერი ხარ.ესეიგი კეთილია შენი არსი,შენი საუნჯე და რადგან კეთილია(ეთილი) სამყაროს კოდიც,მასთან ზიარი ხდები...სწორედ ამ დროს ხარ დროის ერთ არსი! ანუ ჭეშმარიტ წამში მოარსებე .
ჭეშმარიტ წამში მოარსებე,ასეც გამოითქმის:უშიში ვითარც უხორცო! ანუ? ჭეშმარიტებაში მყოფი,რწმენაში მყოფი,სიმშვიდეში მყოფი...როცა რაიმის გეშინია ,ქაოსს ჰქმნი საკუთარ თავში (რამდენადაც გეშინია,იმდენად მძლავრია ან ნაკლებია ეს ქაოსი)...მარტივი,ცოტა უხეში მაგალითით რომ ვთქვათ ,ვისაც უჩხუბია,მიუხედავად იმისა,მორევია თუ დამარცხებულა,ალბათ დამეთანხმება,რომ:როცა მოწინააღმდეგე ცდილობს დარტყმას,მაშინ ან თვალებს ვხუჭავთ,ან თავს ვხრით,ან ტანში ვიხრებით და ქაოსურად ვცდილობთ მოგერიებას,საპასუხო დარტყმის მიყენებას (თუ გაგვიმართლა ხომ კარგი :) ...უშიში კი ამ დროს რას აკეთებს? ის დროს თითქმის აჩერებს და ზანტად ხედავს მოწინააღმდეგის მოძრაობას,შედეგად იოლად უმკლავდება (თუმცა უშიში რომ დროს აჩერებს,ამას მხოლოდ უშიში ხვდება,სხვა ვერ შეატყობს)...
წმინდანთ (წმინდა გულისა და გონებისანთ) შეუძლიათ დროის შეჩერება ,ეს ნამდვილად ასეა ...თუ აბდაუბდა გამომივიდა ნაწერი და დიდად აზრი ვერ გამოიტანოთ,ნუ გამკიცხავთ,არ მეყო მეტი ნიჭი :)
მე ვიცი, რა არის დრო, როცა არ მეკითხებიან ამის შესახებ, ხოლო როცა მეკითხებიან, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიჭირს განმარტება"
ინდი-მინდი
1. დემოკრატია –(კასტის მმართველობა) ...."ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე " ...ჩვენ წესად დავრგეთ დემოკრატია და საქმეც შესაბამისი მოვიმკით დემოკრატია თავის ბუნებით,კორუფციაზე დგას,კორუფციის გარეშე იგი ვერ იარსებებს,რადგან დემოკრატია გახლავთ ბერძნული სიტყვა და ნიშნავს კასტის (გამორჩეული ფენის) მმართველობას (ოხლოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას)...ანუ ფასადურად შეცვლილია მხოლოდ სახელი,რეალურად დემოკრატია იგივეა,რაც ადრე იყო გაზულუქებული ფეოდალების დროს.როცა ყველას სათავისოდ უნდა და სამშობლოს მცნება დაკარგულია.ყველამ იცის რომ დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს,ყველამ იცის რომ არა ლეგიტიმურია,ყველამ იცის რომ ის ვინც ისინი მოიყვანა ,იმათ წინაშე არიან ვალდებულნი და არა ქვეყნის ,ღმერთის და ადამიანის წინაშე ...ერთი სიტყვით დემოკრატია არის,მაფიის ნიღაბი ,"კეთილშობილი მაფია" ...
2. მწიგნობრობა – "მათ მასწავლებლებად რიტორები ჰყავთ, ჩვენი კი - სული წმიდა"...დღევანდელი განათლება,არის ბიო–რობოტების გამოყვანაზე აგებული. ტყუილად ჰგონია ვინმეს რომ მისი ცოდნა ,ცოდნაა. "ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა. ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა? თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე. აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება. სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს. ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან. უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება. რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი" ....
1–1 წესი ყველამ იცის (მაგრამ არ უნდა გაიგოს) რომ ,მმართველად უფალმა მეფე დაადგინა! "მე"–ს ფერი,ანუ ღვთის შვილი. მეფე წარმოადგენს ერთობას,როცა ყველა ადამიანი თოკავს თავის პიროვნულ ამბიციას და ერთში ახერხებს გაერთიანებას(ტყუილად არ თვლის რუსთველი,რომ ყველაზე დიდი სიყვარული,პატრონისა და მისი ყმის სიყვარულია!) . ეშმაკი თავის ამპარტავნებამ დასცა,ისევე როგორც კაცობრიობა დასცა მათმა ამპარტავნებამ. ამპარტავნებაა როცა არ გესმის არ იცი და მაინც სათავისოდ გსურს.როცა რაიც შენი არ არს,იმას იპარავ,თავნებობ! ...რაც შეეხება მეფეს,მას ადამიანები გამოარჩევდნენხოლმე,მისი სულიერების კუთხით (ანუ სული წმინდით ხელდასმული ,ხდება მეფე) და არა მე მეკუთვნის და მე უნდა ვიყო ...თუ სული წმინდის გვწამს (ფრთხილად! "ყოველი ცოდვა და გმობა, , შეენდობა ადამიანთ: ხოლო გმობა სულსა წმიდაზე არ შეენდობათ მათ!") წმინდა მამა გაბრიელი ამბობდა სული წმინდით: საქართველოს არაფერი ეშველება ,მეფის გარეშე. მრავალნი წმინდანი ამბობდნენ და წინასწარმეტყველებდნენ ქართველთ მეფეზე...ამიტომ მართლებმა უნდა ვიზრუნოთ ჯერ სამეფო აღვადგინოთ და მეფეს უფალი მოგვივლენს! ესაა სწორი გზა! წესი !
2–2 შემეცნება ,მეცნიერება.აგებულია მხოლოდ მე–ს ცნობაზე,მამის ენის გახსნაზე...არ არსებობს ადამიანი გონიერი,თუ ის მართალი არ არის,მართლის მდიდებელი. რაოდენ ბრიყვია ადამიანი,რომელიც რელიგიას ებრძვის და ასეთ მთავრებს (მთავრობებს) მიჰყვება .დღევანდელ მწიგნობრებმა (ვუწოდებთ მათ მასონებს,ილუმინატებს,სიონისტებს) ადამიანებს წაართვეს ,საზომი ხელსაწყო,და ვარაუდებით დათიშეს.მაგალითად: თუ არ იცი როგორ იზომება სიმაღლე,რომ გკითხავენ რა სიმაღლის არის, ეს ალვის ხე.ზოგნი იტყვის რომ 3 მეტრის არს იგი,ზოგი 4მეტრს,ზოგი 3 მეტრს და 30 სანტიმეტრს,ამის გამო იკამათებენ,ერთმანეთს ბრიყვს და უგნურს უწოდებენ და ხელითაც გაიწევენ,ალბათ მოგვიანებით...მთვარე ვერ აითვისეს და არა მარტო მარსს,სხვა გალაქტიკებსაც იკვლევენ თურმე,განა შენ შეგიძლია "გაზომო" ის სიმართლე,რასაც "ნასა" ამბობს? არ შეგიძლია .გალაქტიკა იგივე ადამიანის ტვინია ,თავის შავი ხვრელებით (მეხსიერებაში ჩავარდნით) და ასე შემდეგ...
მთავარი საზომად ღმერთმა,ადამიანი დაადგინა . ეს ადამიანმა დაარქვა ყველას და ყველაფერს სახელები,შესაბამისად ყველაფრის საზომი ადამიანია!!! ადამიანია ხილული არსი სამების,ერთი ხილული და მასში დაფარული სამება (აზრი,სიტყვა,ქმედება).აზრია სიტყვაც და ქმედებაც,ასევე სიტყვაა აზრიც და ქმედებაც .ასევე ქმედებაა სიტყვაც და აზრიც ...ამიტომ მთავარი უნდა იცოდეს ადამიანმა ,აზრი იქცა ენად,სამეტყველოდ (ქართული ენა,მართლაც დედაა ყოველი ენისა) ეს სამეტყველო ენა მოკვდა (მიიძინა,როგორც ლაზარემ) რატომ? იმიტომ რომ სიტყვას ფასი დაეკარგა მაშინ (ჯერ კიდევ 4000 წლის წინ) უფრო სწორედ,სიტყვის მნიშვნელობები,მისი არსი,აზრი გადაწეული იქნა მეორე პლანზე .სიტყვას მხოლოდ სიტყვის მასალადღა იყენებდნენ . მეორედ მოსვლა ,ლაზარეს აღდგინება კი სიტყვებისთვის აზრის დაბრუნებასთან კავშირშია (ჩვენის მოკრძალებული აზრით)...სიტყვის გაცოცხლება,ანუ რასაც ამბობ ის შენში ცოცხალი უნდა იყოს,ესაა რწმენა! ...
„ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე“
მეხუთე ელემენტი
სიყვარული ვითარცა სიტყვა სრული
სტიქია - ცეცხლი, სტიქია - მიწა, სტიქია -ჰაერი, სტიქია - წყალი
ამ ოთხი ელემენტის,ერთობა არის ენა! (ანუ მეხუთე ელემენტი)...ოთხივე ელემენტის ენა, ადამიანშია ჩადებული და ჰქმნის ადამიანის ენას.ამ ენაზე ვაზროვნებთ,ვსაუბრობთ და ამ ენით ვმოქმედებთ .
ცნობილია,რომ ენა და ერი ,ერთარსია! რატომ? მაგალითად ქართულ ენაზე ვფიქრობთ ქართველნი,ვმოქმედებთ მისით და გამოვხატავთ,ვსაუბრობთ მისით,შესაბამისად ,ერიც– ერთობაც– ჰა–ერიც ეგაა ჩვენი,რითიც ვსუნთქვათ და ვარსებობთ.
(ქართველი ქართველად დარჩება ციმბირშიც,თუ ქართულ ენაზე საუბრობს,აზროვნებს... მაგალითად ჩინელი ისწავლის ქართულს,მაგრამ იაზროვნებს მაინც ჩინურად და ის ვერ გახდება ეროვნული ადამიანი (ქართველი) ის შეიძლება იყოს პატრიოტი,ანუ მიწის ერთგული,თუ ის აქ კარგად იცხოვრებს,თავის კეთილდღეობას დაიცავს,მაგრამ ვერ დაიცავს მომავალს,რადგან არ ესმის წარსული...ასე ვთქვათ პატრიოტი აწყმოში ცხოვრობს,ეროვნული კი მომავალში (წარსულით).
დამარხულ არს ენაი ქართული,დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად...
ანუ პირველადაც ის იყო,მოსული(ქართული ენა...ქრისტე ქალდეველთა ენაზე საუბრობს,მისი გ–ამხსნელია) ...საწამებლად–ანუ რაიც უნდა იწამო ,ირწმუნო ...ცნობილი სიბრძნეა ძველი:წამებიდან წამებამდე–ანუ თუ არ ეწამე ,ვერ ირწმუნებ და თუ ვერ ირწმუნე ეწამები...ამავ დროს რწმენა წამია ჭეშმარიტების (წმინდა ადამიანს, დროის შეჩერება ძალუძს,ჭეშმარიტ წამში დგომა).....„ არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს რომ ვინმე დაიღუპოს, სურს რაც შეიძლება მეტმა შეინანოს...თორემ გაჩერდება დრო და აღარ იქნება სინანულის ჟამი,მერე რას იზავთ?
„მორწმუნეს თავის თავში აქვს მოწმობა“ იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამბობს:„ვისაც სწამს ძე – აქვს მარადიული სიცოცხლე, ხოლო ურჩი ძისა დასჯილია.“ურჩი, ანუ ურწმუნო, უჯერო.
ქართული ენა–სახარებასა შინა,ლაზარე ჰქვიან
ქართული ენა –ყოველი საიდუმლო,ამა ენასა შინა დამარხულ არს
ქართული ენა–ამით ენითა,უფალი ამხელს ყოველსა ენასა
ანუ? ჭეშმარიტება დევს ამ ენაში,ამ ენის გაცოცხლებით (ლაზარე გამოვედ გარეთ) მოხდება მხილება.ეს ნიშნავს,რომ ჭეშმარიტებას ქართველი ჩასწვდება მხოლოდ (რადგან ქართული ენა–სული წმინდა მასთან არს) და ჭეშმარიტება ამსხვრევს ყოველ ცრუს და ავს ...(ისტორიულად ქართველური ტომები გამოვიდნენ ბაბილონიდან,სანამ აირეოდა ენები ,ეს იმას ნიშნავს რომ ნოეს ენა და შესაბამისად ნოეს წინანდელთა (გნებავთ ატლანტიდელების) ენა ქართულია.ეს ენაა სამოთხეში უფლისა და ადამის ენა)
რას ნიშნავს ენის გაცოცხლება? უფლის ყოველი სიტყვა ცოცხალია!რწმენაც მასთან ზიარს ნიშნავს,როცა უფლის სიტყვას ზიარებული ხარ (გააზრებული გაქვს)...ბევრს ჰგონია,რომ მიხვდე ,ვინმეს აწყენინე,ეს მონანიებაა,ასე არაა! მონანიებაში მაშინ გეთვლება,როცა გაიაზრებ ჩადენილს და იმ ცოდვას შეიჯავრებ,თუ არ შეგჯავრდა ის ცოდვა,მაშინ არც მოგინანიებია,უბრალოდ ბოდიში მოიხადე,იმ წამს ასე გსურდა,მაგრამ მეორე წამს იგივეს გაიმეორებ...ანუ ზიარება უფლის სიტყვასთან ნიშნავს,უფლის სიტყვა,შენ სიტყვად იქცეს,შენი პირიდან უფალი საუბრობდეს.ქართული ენა გალობის ენაა,სინანულის და ზ–ი–არების (ლ–აზარე) ...
მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა...ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას.მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება...ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას....პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად.
ყველაფერს აქვს,ციური და მიწიერი გამოვლინება.სიტყვა ციურია (სულისმიერი) მისი მიწიერი გამოვლინებაა განაყოფიერების თესლი (სპერმა და ტვინი ,თითქმის ერთიდაიგივე შემადგენლობის არის,უბრალოდ ერთი ცხობის მდგომარეობაშია,ან ასე ვთქვათ შედედებულ მდგომარეობაში (ტვინი) მეორეც იგივ მდგომარეობაშია,მანამ სანამ არ განლაყდება სითხისმიერი არ გახდება.ამას იმად ვამბობ რომ ტვინი სულს ასაზრდოვებს (ანუ გონს. სული ხომ სულ მყოფი,ერთი ჭეშმარიტებაა,ანუ სამყაროს გონი,რომელსაც უნდა აუწყო და ერწყმოდეს შენი ინდივიდუალური გონი.) ,ბადებს მომავალს (ის რაიც აგითვისებია,რაც შენი ხასიათია,იმის მიხედვით იწერება შენი ბედი,ანუ შენი თავისუფალი არჩევანი წერს ,შენს ბედს).ასევე სპერმა,წერს მომავალს,ის რაიც აგითვისებია,იმას შობ დედის წიაღში (ქალი ინფორმაციის წამკითხავი და გამხსნელია,კაცი ინფორმაციის მიმწოდებელი) ...ამ ყველაფრის არსი კი ენაა,კოდი (ანუ ტვინიც და სპერმაც საზრდოობს სიტყვათა მარაგით,შინაგანი საუნჯით) ...სიტყვა არ არსებობს ცუდი! სიტყვა რაიმე მოვლენის აღწერაა.ცუდ და კარგ მნიშვნელობას მას ჩვენ ვაძლევთ. ანუ როგორც ვხედავთ გარესამყაროს,რაიც არს ჩვენი საუნჯე .
სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც.
ასეც შეიძლება ითქვას ,უფლის სიტყვა მარად ცოცხალია ,უბრალოდ მას ჩვენი გული ,ან აცოცხლებს ,ან კლავს (გონება რამდენად გვიმუშავებს ისე)
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.
ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.
"მაგინებელი კაცის გულში იმკვიდრებს ეშმაკი,
ღვთისმშობელი ართმევს მას საფარველს, ის განშორებულია და უცხოა ცათა
სასუფევლისათვის. გვახსოვდეს, საყვარელნო, რომ ყოველივე ჩვენის
სიტყვებისათვის უნდა პასუხი ვაგოთ ღვთის წინაშე და ამიტომ სიფრთხილით
მოვექცეთ ჩვენს სიტყვებს."
"შენი ლოცვა რაღასა ჰგავს? რას იტყოდი შენ, რომ
კარგად და გემრიელად გაკეთებული საჭმელი მოგიტანონ ჭუჭყიანის ჭურჭლით და
გაჭამონ ჭუჭყიანის კოვზით! როგორის ენით და პირით ლოცულობ შენ?"
და ბოლოს: „იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება სიყვარული ერთმანეთის მიმართ“ (პავლე მოცი ქული)
მეგობრობა
იოანეს სახარება 15
"არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა
იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა
მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ."
"უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი
დადვას მეგობართა თჳსთათჳს."
ოდითგანვე ქართველი კაცის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მსოფლიოში მისი
მეგობრობის უნარია, ამის გამო საქართველოში მცხოვრები, თუ სტუმრად მყოფი
ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს...
და
მაინც,რა კოდი დევს მეგობრობაში? მე–გობ–არი ,"მე" როგორც მამის
ენა,ჭეშმარიტება ,"გობ"–ი როგორც წმინდა გრაალი (ხის ჭურჭელი) ,არი–არს
ესე!..
"გ–ო–ბ"–ამ შემთხვევაში იგი გან–ბანაა,ნათლის
ღება..."გ"–როგოც ერთის გაცემა,და "ბ"–მეორეში დავანება,მეორის
მიღება,მეორეში შობა (ნათლობაც ხომ მსგავსია,როცა ჭეშმარიტებას,ჭეშმარიტი
სიტყვებით (ლოცვით,დალოცვით) გადასცემს მღვდელი ბავშვს (ბავშვი იმად უნდა
იყოს ამ დროს პატარა და უმანკო,რომ უკეთ შეეძლოს მიღება–გაცემა.უფალი
ამბობს,უმცირესი უდიდესია თქვენს შორისო და ამ შემთხვევაში იმ უმანკო
ბავშვს შეუძლია უდიდესი მადლი დაუბრუნოს მღვდელს) ...
ეს ის შემთხვევაა სწორედ,როცა უფალი ამბობს: ”სადაც
ორი კაცი შეიკრიბოს ჩემი სახელით მეც მათ შორის ვარ” –ანუ სადაც სიმართლის
,ჭეშმარიტების,სიყვარულის ძალით ხდება გაერთიანება,იქ არის უფალიც და მისი
უძლეველი ძალიც .
მეგობრობა სიტყვა ,ასევე მსგავსია
სიტყვის მოგაბარე,ანუ მეგობრობა გარკვეულ წილად,მიბარებაა,ჩაბარება ...როცა
საკუთარ თავს ანდობ,აბარებ ,როცა საკუთარ სიტყვას ანდობ,როცა საკუთარ
გულის ნადებს უმხელ ,როდესაც ნებისმიერი რამ შეგიძლია მიანდო,მიაბარო ...
და
რა მოგვაბარა უფალმა? სული ჩაგვბერა,სული თავისი,ხოლო სული
წმინდის,ცხონების მოპოვება,ჩვენს თავისუფალ არჩევანზეა ...აქ ალბათ უფლის
იგავი უნდა გავიხსენოთ:
15
ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი,
თვითეულს - მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.16
ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო.
17
ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც.
18
ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და
დამალა თავისი პატრონის ვერცხლი.
19
დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და
ანგარიში მოსთხოვა მათ.
20
ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა
და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი
სხვა ტალანტიც მოვიგე.
21
ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ!
რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის
სიხარულში.22
ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ
მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. 23
ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო
იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.
24
ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი,
რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ
დაგიბნევია. 25
ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე
გქონდეს.
26
ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა
მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ
დამიბნევია.
27
ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი,
რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.
28
მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის
მქონეს.
29
რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს
წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
(იმედია
ეს იგავი,პირდაპირი გაგებით,არ იქნება წაკითხული. ტალანტი იგივ
ნიჭია,რომელიც უფალმა მიაბარა ადამიანს ,რომელმაც უნდა "ივაჭროს"
განავითაროს,მოახმაროს სხვებს,დახვეწოს...)
ბ.ს–––რუსთველის
ვეფხისტყაოსნის მეგობრობის გარეშე,რომ არ დავასრულოთ,ასე ვთქვათ :
ავთანდილი თავის სიყვარულის მოსაპოვებლად,სხვის სიყვარულისათვის
იბრძვის,სხვის გულს–სულს აძლიერებს,ტარიელს როგორც ცარიელ
ჭურჭელს,იმედით,რწმენით აღავსებს(იმედი,რწმენა და სიყვარული) ...რასაცა
გასცემ შენია ,ამასზევე დგას მეგობრობა,და მთელი სამყაროს კოდი. თუ გაცემა
უანგარო არ შეგიძლია ,მაშინ არც მეგობრობა –სიყვარული შეგძლებია
მეომარი
„ეჰა, მეომარნო ქრისტესნო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად
ვიბრძვით, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც
ადვილად დავამარცხებთ“
მეომარი ქრისტესანი...მე–მარი გახლავთ მართლით მართული,რაც ტოლია მარადისობის!
(მარე
სვანურში კაცს ნიშნავს,ანუ არე–მარე გარკვეულწილად საუბრობს იმასზე,რომ
არემ (სამყარომ) შეჰქმნა კაცი და კაცი არს სამყარო–თუმცა ეს სხვა თემაა )
"კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!"
მეომარის
არსის უკეთ გასაგებად,სამება გავშალოთ ამგვარად: არსი–აზრი (მამა
ღმერთი,ჭეშმარიტება) სიტყვა (სული წმინდა) ქმედება (ძე ღვთისა–უფალი
ქრისტე,დაწერილის აღსასრულებლად მოევლინა ქვეყნიერებას).....
რეალურად
სამივე ერთარსია,ანუ აზრიც სიტყვაა (ზოგჯერ გვაქვს შეგრძნება,რომლის
გადმოცემა და სიტყვით გამოხატვა არ შეგვიძლია,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის
სიტყვა არ არსებობს,მაგალითად ვიცით სიტყვა ლამაზი,მაგრამ მასზე აღმატებულს
მხოლოდ ასე გამოვხატავთ უ–ლამაზესი,ანუ უმაღლესი,ზე–ლამაზი,არ სადარი
და
ქმედებაც სიტყვაა (გმირის გმირობაც სიტყვაა,რომელიც აღძრავს
იმპულს–ქმედებას სხვასში .ასევე გმირის გმირობას ,მგოსანი აღწერს
სხვადასხვა აღმატებული ეპითეტებით,რაიც ქმნის კიდეც სიტყვათა მარაგს)
"პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი"
" პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს "
ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა.
ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.
ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.
(მათეს სახარება 15)მეომრის შემთხვევაში,იგი ასე წარმოგვიდგება : მე–ო–მარი
მე–მამის ენა (არსი,ჭეშმარიტება)
ო–ონი–(საუნჯე,სიტყვის მარაგი) ასომთავრულში ო–ს გამოხატავს წრე 0.სიტყვაც სწორედ შემოწერილზე,წრეზე და დაწერილზე საუბრობს. (ტყვე–ტყავი....სი–მეშვიდე ნოტია,სი–მშვიდე,სიო ,სიონი––მაგრამ ესეც სხვა თემაა) ...ასევე
ვიცით მხედრული ასობგერა "ო" რომელიც ადამიანის პირის ღრუშია
გამოხატული,როგორც თითქოს ცის თაღი.ყელიდან ამომავალი ბგერები ,მაგ თაღს
გამოივლიან,ანუ ბაგეში იბადება სიტყვა (იესოს ბაგაში დაბადებაც,არ შემთხვევითია) .....
მარი–მარადისობა...
ანუ მეომრის არსი, ის არს ,რომ: აზრი,სიტყვა და ქმედება,ერთარსი უნდა
იყოს,მართული
მართლით,წინააღმდეგ შემთხვევაში ,ირღვევა სამების პრინციპი. მეომარი ეს
,გამუდმებული ბრძოლაა საკუთარ თავთან (ვინც კუჭსა და ენას სძლია,ის უკვე
სწორ გზაზე დგას) და ამავ დროს თუ მასში სამება გამართული არს,ანუ
სიმართლით მართულია აზრი,სიტყვა და ქმედება,მაშინ ჰპოვებს მეომარი რწმენას!
რაიც არს კიდეც უფლის ძალა!
უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, -
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.
რას
სჩადიან ,ამ დროს ფარისეველნი? ისინი სიტყვით გაქებენ,გადიდებენ,საქმით და
აზრით კი ზურგს უკან სამარეს გითხრიან,ანუ მათში სამება დარღვეულია.
სიცრუე და ორპირობა, ავნებს ხორცსა მერმე სულსა !
რას
სჩადიან დღევანდელი მთავრები და პოლიტიკოსნი? მაღალფარდოვანი სიტყვებით
,ჩვენს კეთილდღეობასზე საუბრობენ,აზრით და საქმით კი პირად კეთილდღეობასზე
ზრუნავენ და ფიქრობენ. ამიტომ ძვირფასნო,უსმინეთ
არა იმას,რას გეუბნებიან,არამედ ისმინეთ ის,რის დამალვას ცდილობენ,იმ
სიტყვებით. დავით წინასწარმეტყველი ამბობს ,რომ ყოველი კაცი ცრუ არს!
ამიტომ ეცადეთ სიბრძნე მოიპოვოთ წმინდა წერილების კითხვით.
"იყავით გონიერნი ვითარცა გველნი და უმანკონი ვითარცა მტრედნი"...
სულმნათი აღმაშენებელი,გულმოდგინედ და გულისყურით კითხულობდა წმინდა წერილებს,ამად იშვა ,ძლევაი საკვირველი!
ეწიკა ლიქოკელი(დიდგორის ბრძოლის მონაწილე)„ფხოველთა ჩონ
ხელწიფის წინ დგომა გვეწადის! თუცაღა ფრანკთა შორის ჩაგვაყენეს სპასალარმან
ჯუართა გამო ჩონ ტალავერზედა — ფრანკნი მრავალნი ეგონების მტერთაო.
ფრანკთა დიაღაც ცოტანი იყვნენ მეომარნი და თურქთა კი უნდა სცოდნიყოთ, რო
ევროპიელნი მრავალნი ბრძოდნენ ქართველთა გამო. ამადაც ვერა ვიხილენით
ახლოით წმიდა გივარგი, რომელიც მეფეთ მეფესა ჩუენსა დავითსა ხელმარჯვნით
სდგა სიმტკიცისა წამქეზებელათ მტერთა ზედა. ხოლო ოდენ გვესმოდის ძახილნი
ქართუელთა სპათა, რო წმიდა გივარგი გამოსჩდაო თვითან თეთრსა ცხენზედ
ამხედრებულნი შუბითა განგმირავითა და მფარველსა ვადიდებდეთ უფალსა ჩონსაო.
ერთი ფრანკთაგანი მხრებზედ შესდგა ჯვაროსანსა ამხანიგსა თვისსა, რომელსა
ესრეთა სწყუროდის და ეწადის ხილვაი წმიდისა გივარგისი და ჰყვიროდიან
ფრანკთა ენაზე — ეჰა, გივარგიო!..“
ჟან პიერ ჟან გალუა (ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე)
„მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა
ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და
ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის
დროშის წინააღმდეგ. ....
ხოლო რაც შეეხება წმინდა გიორგის
გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ
სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული,გამოჩნდა შუბით
შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ
ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ — „წმინდა
გიორგი ჩვენთან არს!..“
მეფე
"`გლახაკი მეფე, რჩეული ღვთისა~, რომელიც მოვა დამონებული
მართლმადიდებელი ერების მუსულმანური და პაპისტური ტირანიისგან
გასათავისუფლებლად, იქნება წარმოშობით ქართველი."
მეფეს სხვა მადლი აქვს; სანამ ბაგრატოვანი მეფე არ
დაუბრუნდება,საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი
აღადგინეთ! კარგ პრეზიდენტს ცუდი მეფე გერჩივნოთ, რადგან მთავარია ღვთის
მადლი გადმოვიდეს ერზე.
მეფე ღვთისაგან სვიანი –მეფე
ღვთის სასმელია .ღვთის "ფერი" ...სიტყვა მეფე ორი ფუძისგან შესდგება:
მე–ფე..."მე"–ს ფერი....ფერი რა არს? ფერი არს ხატება იმისა,თუ რა არს
შიგთავსი,ანუ ხილული არსი ფარულისა. ოქროს წარმოაჩენს მისი ფერი
(ოქროსფერი)...ფერი გარკვეულწილად არის კიდეც ფარი,გარეგანი,აღჭურვილობა...
"მე" კი მამის ენაა,ბირთვი,შიგთავსი.ანუ რად არის "მე" არა პიროვნული "მე"
,არამედ მამის ენა? ცოტა შორიდან მოვიხილოთ,ძველ ხალხს,შუმერებს ჰყავდათ
ღვთაება ინანა ,რომელმაც მათ სწავლება მოუტანა 100 ფირფიტა "მე" (ანუ
გზამკვლევი ადამიანებისთვის) .(ღვთაება ინანა,ქართული წიაღიდან შედის
შუმერში)...ანუ იმის თქმა გვსურს,რომ "მე" არის ერთგვარი საწყისი კოდი,ის
რაც უფალმა ჩადო ჩვენში,რამაც უნდა გაიხაროს,რამაც უნდა "გააპოს
მიწა–გველეშაპი" აღმოცენდეს,გამოისხას და მოიღოს ნაყოფი. ეს იგივეა რაც
ფორმულებით ვიცით :"შეიცან თავი შენი",შენი თავი შენადვე გეკუთვნოდეს"
"ათავისუფლე მონები"...ეხლა საქმე იმაშია,თუ ვის როგორ წარმოუდგენია,თავის
განთავისუფლება ,შეცნობა...ის რომ 100 ფირფიტა "მე"–ს მომტან ღვთაებას
,ინანა ჰქვია,შემთხვევითი არ უნდა იყოს,რადგან შეცნობა,ინანათი,სინანულით
მიიღწევა მხოლოდ! გავიხსენოთ ავაზაკი,ჯვარცმული ქრისტესთან ერთად,რომელმაც
სამოთხე მოიპოვა,მან შეიცნო უფალი,გაიაზრა და შეინანა,ანუ როგორც უფალი
ამბობს:
"მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა
მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ"
"თუ ჩემს სიტყვებში დარჩებით ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები იქნებით და შეიცნობთ
ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ"
ანუ
სხვა გზა ,უბრალოდ არ არსებობს,ზოგიერთნი ღმერთს განყენებულად
წარმოიდგენენ და ეურჩებიან,იმან რად უნდა მმართოსო,ის კი არ ესმით,რომ
ღმერთი მათი არსია!,უარყოფ ღმერთს,უარყოფ საკუთარ "მე"–ს უარყოფ საკუთარ
თავს და როგორღა განთავისუფლდები? ღვთისმგმობი საკუთარი ხელით ინადგურებს
საკუთარ "მე"–ს და იწყებს ქაოსურ მოძრაობას (ანტი–სხეული ხდება
სამყაროსი–ანუ პარაზიტი) ...ერთი სიტყვით ღმერთი არს :ღია "მე" ერთი
(ერთსულოვნება)
ეს ყველაფერი კი იმად მოგახსენეთ,რომ
მეფე არ არის წოდება ,გვარიშვილობა.მეფე ოდითგან ღვთის ხელდასმულს
ნიშნავდა,ანუ ღვთის შესაფერს,ღვთის ხატებას.ის ვინც აღასრულებს უფლის ნებას
და შესაბამისად უტოლდება შემდეგს:უფალი მეფობს!
შემიძლია ასე მივმართო ღმერთს: "ბატონო ღმერთო?" ეს საშინელება
იქნება ქართველისათვის. და აი, ღვთის მიმართ ჩვენ ვხმარობთ: "უფალო!" და
საოცრება: "უფლება" ქართულში "ბატონისაგან" კი არ მოდის, არამედ
"უფლისაგან." ...(საკრალური წყობა –გ.რობაქიძე)
უგენიალეს ქართულ სახელდება "ხელმწიფე." აი კიდევ ერთი პოემა
ქართული ხილვისა, ერთი სიტყვით თუ ერთ სიტყვაში გამოთქმული. რატომ მაინც
და მაინც "მწიფე ხელი"? ოქროს ხანაში მმართველი ეგულვებოდათ მდიდრად და უხვად-რას ნიშნავს "მწიფე
ხელი", თუ არა სიმდიდრესა და სიუხვეს? ოქროს ხანაში მმართველი იყო ძლიერი
და მარჯვე-რას ნიშნავს "მწიფე ხელი", თუ არა სიძლიერესა და მარჯს? მიხეილ
წერეთლის აზრით, "მწიფე" ნიშნავს "მიწვდომასაც." მაშასადამე "მწიფე ხელით"
ნაგულისხმევია "მწვდომელიც": ესე იგი ის, ვინც წვდება მას, რაიც სხვისათვის
მიუწვდომელია. ხოლო ამით არ თავდება ხელმწიფის სახელდებით ნააზრი; იგი
კიდევ უფრო მეტს, უფრო გულისხმიერს მოასწავებს. ოქროს ხანაში მმართველი
მეფეც იყო და მღვდელიც. ქართული გაგებით ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან,
როგორც ითქვა, "ფლობა" გამოვლინებულია "უფლისაგან". მფლობელი, მაშასადამე,
"მღვდელიცაა" ...(საკრალური წყობა –გ.რობაქიძე)