ბაგრატიონი
ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის)
პროვინციიდან იყვნენ (ამჟამად თურქეთის ისპირის რაიონი). ქართულ ისტორიულ
წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია
მოსაზრება, რომ ამ საგვარეულოს სათავე დაუდო ბივრიტიანთა (ბივრატიანთა)
ფეოდალურმა საგვარეულომ (ბივრიტიანები ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვით მე-3
საუკუნიდან განაგებდნენ ოძრხეს საერისთავოს).
ბივრიტი–ეს თვალი ზღვისა და ცის ფერია
სუმბატ
დავითის ძის თქმით, ბაგრატიონები არიან ბიბლიური მეფის, დავით
წინასწარმეტყველის შთამომავლები. სხვათა შორის, ამ შტოს წარმომადგენელი იყო
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები. სუმბატ დავითის ძის
მიხედვით, პირველი ბაგრატიონ-დავითიანი, რომელიც ავიდა ქართლის
ერისმთავართა ტახტზე (ადრე რომ სამეფო ტახტი ერქვა), იყო გვარამი, რომელიც
ქართლის მამულიშვილთა კრებაზე აირჩიეს ქართლის მმართველად – ერისმთავრად.
საქართველოში მართლაც, 575 წელს ქართლის ერისმთავრად აირჩიეს გვარამი.
მაგრამ რას ამბობს თავად სიტყვა ბაგრატიონი? "ბაგა" ეს ის სადგომია სადაც იშვა უფალი იესო ქრისტე !
(პირუტყვთა საზრდელთა დასადებელი ადგილი;
ბ ა გ ა ეწოდების სახლთა შინა მოდაბლო სარკმელთა;
ბ ა გ ა ეწოდების ახალს ვენაჴსაცა)...
ასევე აზრობრივად ბაგა კავშირშია ბაგესთან,ანუ სიტყვათა სადგომი ( დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა)...შესაბამისად ვივარაუდოთ უნდა რომ უფლის (სიტყვის) სადგომ ბაგაზე (ბაგეზე) არის მინიშნება თავსართით
"რატი"–ეს
სახელი ითარგმნება როგორც ბატონი,პატრონი. რატი–რაობის
ტანი,ფორმა,ტონი...ბაგრატი –ღვთიური სული წმინდის რაობაზეა
მინიშნება.ბაგრატი სული წმინდის მქონეს (ონი)–ს აღნიშნავს....რაობის ტანი
ასევე შეიძლება დავუკავშიროთ ,რუსთველის "ვეფხისტყაოსანი"–ს
(ვეფხისტანისას)
ვეფხის ტყავ ოსანა (ოსანა–დიდება!,ანუ ო–ს ანი)...ვეფხვის ტყავის კაბით გამოიცნობა გმირის სულიერი სამყარო...ვეფხისტყავს ატარებდა შუმერი ქურუმები,როგორც ცნობილია.
ბაგრატიონები გახდნენ სამართალ მემკვიდრენი გორგასლისა (სასანიდთა დინასტიის),ბაგრატიონები ყოველთვის ხაზ–უსვამდნენ იმას რომ მათი ალამი,ფარნავაზ–გორგასლიანთა სამართალ მემკვიდრე იყო...ამიტომ საინტერესოა გორგასლის გვარი სასანი (თუმცა ბევრის აზრით შეიძლება არც იყო სასანიდი და ფარნავაზიანი იყო)...სასა–ს ანი (ესეც აშკარად მითითებაა ,პირიდან გამომავალ სიტყვაზე ...სასა–ს ადრე ცასაც უწოდებდნენ,რადგან ზემოთ მყოფია...თუნდაც ფარნავაზიც სუფთა ქართული ნიშანია ფარ–ვაზი...
ერთი სიტყვით ქართველებს ყავდათ მეფეები,რომლებიც არა მხედარმთავრები,პოლიტიკოსები და რაინდები იყვნენ უბრალოდ,არამედ უფლის სიტყვის მცველები...გვინდა არ გვინდა,უნდა ვაღიაროთ,რომ ქართველი კაცი (ზოგადად ადამიანი) მუდამ იყო (მეტ–ნაკლებად) მუდამ წარმართი (დღესაც ასეა)...გამოდის რომ არა ეს ჩვენი უფლის შტო,მეფენი ...ისტორიიდან ცნობილია როცა მეფეს უჭირდა ,ხალხიც მალევე დაბეჩავდებოდა ,დაეცემოდა უამრავ უზნეობაში გაყოფდახოლმე თავსა თუ ფეხს...ეს ალბათ სწორედ იმით აიხსნება რომ ,ქართველი კაცი წარმართია და წარმართობა დაფუძნებულია ეგოზე ("მე"–ზე) ,მაშინ როცა უფლის გზა თავგანწირვაა სხვათათვის ("ჩვენ" და არა "მე")...შესაბამისად ქართველი კაცი ვერ ახერხებს ფეხზე დგომას,მეფის გარეშე,მხოლოდ მეფეში (უფალში) აღწევს ერთიანობას,რადგან მეფემ ისტორიით დაანახვა მას (ქართველს) რომ ის უანგარო ,მებრძოლია ქვეყნისთვის,თითოეული ქართველისთვის, მას ძალუძს თავის და თავის ოჯახის წევრების მსხვერპლად შეწირვა ,ქვეყნის საკეთილდღეოდ ...(მეტ–ნაკლები შედარებით,ძირითადი ხაზი ასე სჩანს)