ივერია
სახელი, ივერია, ენითავე ქართულითა მიეცა. რამეთუ „იი“ არს შორის-ყრილი, რომელი არს სასიხარულო ჴმა ზახილისა. ხოლო „ვერიე“, მოვერიე. არამედ წყობისათჳს შეთხზულად, ივერია. რამეთუ ოდეს 10 მეფემან ადერკიმ მოკლა არშაკ მეფე ქართლისა გოლიათობითა თჳსითა, მაშინ აღუტევა ჴმა სპათა მიმართ თჳსთა „იი, ვერიე“, და განხდა ჴმა ესე, და იტყოდიან ყოველნი, სიმჴნისა მისისათჳს, ამის გამო იწოდა ივერია. არამედ წოდება სასიხარულოს ჴმისა მოასწავებდა სიხარულსა დიდსა. რამეთუ პირველსა მეფობასა ადერკისასა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მოასწავებდა ჴმა სახაებისა ხარებასა და სიხარულსა სასუფევლისასა. ხოლო „ვერიე“ მორევნასა კერპთა ზედა, ძალსა ჯვარისასა და ხსნასა ეშმაკისაგან საქართველოსასა
ანუ,როგორც ამ გადმოცემაშია ნახსენები,ივერია გამარჯვების დასტურია,ანუ გამარჯვებულის შეძახილი .
და მაინც რას ამბობს ივერია? ასე ვთქვათ :"იქ" +"ვარ"+ერი (ანუ ქმნა,მოქმედება ).ერი და ენა ერთარსია. და ეს სწორედ ის შემთხვევაა,როდესაც ქრისტე ამბობს:"ნუ მოიხვეჭთ საუნჯეს ამ ქვეყნად,მოიხვეჭეთ ზეცად,რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი"...ანუ ენა,იგივ ერი არის საუნჯე! (რაც აზრი-ფიქრი არსებობს ადამიანში,ის არის მისი ენა,მისი ი-ერი,მისი რეალური მე)...ანუ ივერია არის იერი ვინაობის..ანუ როგორც ერთი კაცი,ისე ერთი ერი.ივერია-საქართველო ერთარსია,რადგან ერთი ენის-კოდის მატარებელი ხალხია ქართველები.რა საუნჯეც გვაქვს დღეს ჩვენ ქართველებს,იმ იერში (რეალობაში) ვიმყოფებით...
.საქართველოს ვერავინ დაამარცხებს,რადგან თავად არის გამარჯვება (ვერიე)! ერთ წმინდა გულის ქართველს შეუძლია შეაჩეროს მთელი სამყაროს ბოროტება,რადგან ქართული ენა არის სამყაროს ენა და ქართველს აქვს შესაბამისად უძლეველი იარაღი ბოძებული ღვთისაგან. (ნურავინ იტყვის,რომ ქართველებს ეს პატივი რად ერგოო,რატომ გამოარჩია ღმერთმაო,რადგან ქართველობამ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იბრძოლა ამისთვის,ის იცავდა ენას,მამულს და სარწმუნოებას,სისხლის უკანასკნელ წვეთამდე,ანუ ღმერთმა დაგვიფასა ჩვენ,ჩვენი ერთგულება,ჩვენი საუნჯის დაცვისთვის თავდადება(ასე ვჭედავდით ჩვენ ,ჩვენს იერს)...მერე რა რომ მოღალატეებიც მრავლად გვყავდნენ,განა სხვა ერებს თავის დროზე იგივ ენა და ცოდნა არ ჰქონდა რაც ჩვენ? განა ერთი ენა არ იყო მთელს ქვეყანაზე? იყო,მაგრამ ყველამ სათავისოდ მოირგო,ყველამ ამ ქვეყნიური საუნჯე, ანაცვალა ზეციურ საუნჯეს.ხოდა მათი არჩევანია ის რაც აქვთ დღეს და ჩვენი არჩევანია ის რაც გვაქვს დღეს.)...რაც შეეხება იმას რომ ერთ ქართველს შეუძლია შეაჩეროს მთელი ქვეყნის ბოროტება,ეს ასეა,მაგრამ ამავე დროს ამის გაკეთების დრო არ არის ჯერ. რადგან შეაჩერო ნიშნავს განკითხვის დღეს.თუ ახლა შეაჩერებ (ღვთის ნებით რათქმაუნდა) ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება,რადგან ჯერ კიდევ ვერ გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს (ჯერ კიდევ ვერ შეიცნო და არ მოინანია) .სხვის გასავლელ გზას,სხვა ვერ გაივლის...
ის რომ ივერია-ში ენის კოდი დევს,ეს დასტურდება მისივე გამოძახილით :ივერია გაბრწყინდება! -ეს არის კოდი,რომელიც თითოეულ ქართველში დევს ,ეს არის ცოდნა,რომელიც ქართულ სისხლს მოაქვს ოდითგან. ქართველების უმეტესობას, ამის უბრალოდ სჯერა!ზოგიერთი ეწინააღმდეგება და ღიზიანდება კიდეც (რადგან მათი საუნჯე ,მოპოვებული არის ამ ქვეყნად და რადგან ვერ სწვდება ზეციურ საუნჯეს,ეს მას აღიზიანებს)...ივერია გაბრწყინდება იგივეა რაც ლაზარეს აღდგომა.გაბრწყინება ამოსვლას,ანუ გამოსვლას გავს,ლაზარე გამოვედ გარეთ ! ...
ივერია უკუღმა წაკითხვისას გვაძლევს აირევი-ს ,ანუ აღრევას ,რაც ბიბლიურად ვიცით რომ ენების აღრევაა(ამავე დროს შეიძლება ვივარაუდოთ რომ ივერიაში ჩადებული "ვერ" და ქართული სიტყვა ვერაგი,ვერ-აგებასთან არის კავშირში,ანუ ვერაგობა და ვერ აგება ერთ აზრია,ვერაგობით შეიძლება დაიწყო ,იცხოვრო კიდეც,მაგრამ საბოლოოდ ვერას ააგებ,ვერ დაასრულებ,ნაყოფს ვერ მიიღებ)...
ამბობენ რომ ქრისტე ღმერთი განკითხვის დღეს ქართული ენით განიკითხავს,ანუ ? ქართული ენაა კოსმოსის,სამყაროს ენა! საერთოდ მთელი კაცობრიობის ჭეშმარიტი კოდი.ანუ მიწიერი გაგებით კი არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ამერიკელს ღმერთი ქართულად განიკითხავს,არა! ქართული ენა დადებს ჭეშმარიტებას (სიტყვით და საქმით) რის წინაშეც ყველა ერი თავს დახრის !
ივერია და ივრითიც კავშირშია (დღევანდელ ებრაელობას,არაფერი აკავშირებს,ჭეშმარიტ ივრითთან. დღევანდელი ებრაული ივრითი ძველ-თურქული სიტყვებისგან შესდგება,ისევე როგორც ებრაული იდიში ძველ გერმანული სასაუბროა...სხვათაშორის გერმანელების წარმომავლობა კავკასიურია,რაც ოდინის-ღვთაებას უკავშირდება,ისევე როგორც იდიში და ოდიში-ოდინი არის ურთიერთ კავშირში...საერთოდაც ძველ გერმანული დამწერლობა "რუნები" ზალატოე რუნოა,ის ოქროს საწმისი რაც გაიტაცეს თუმც აზრი ვერ გამოიტანეს რადგან გასაღები მისი ქართული აზროვნებაა!)...ყველა ქართული სიბრძნე-ცოდნა იქნა გადაგვარებული და გავერანებული საქართველოს გარეთ.რატომ? იმიტომ რომ ყოველივეს გასაღები ქართული აზრია,ქართული ცნობიერება. როგორც არ უნდა თარგმნო ვეფხისტყაოსანი,მის სიდიადეს მხოლოდ ქართველი შეიცნობს სრულყოფილად...
ასევე ცნობილია
რომ ივერიას კავშირი აქვს ურარტუელების ღვთაებასთან "ივრი ალალე "-ანუ
მეუფეო ალალე...ივრი მეუფეს,ნიშნავს,ანუ ის რაც გმართავს,რაც
დაგგუფლებია.ანუ საერთო ჯამში ივერია გამარჯვების -მართლმადიდებლობის
გვირგვინს აღნიშნავს ...ანუ მეუფე ალალი ,სიმართლე,ჭეშმარიტება .
რუსულად "ვერ"-ა "ვერ"-ნი (ერთგულება და რწმენაა) ,მაგრამ ქართულად "ვერ" თითქმის შეუძლებელს ნიშნავს ,ვერ შევძლებ,ვერ-აგება,ვერ-ანი(ვერ შემდგარი),ვერ-ცხლი (ვერ ცოცხალი) ...იდეაში ალბათ შეუძლებლის შეძლებაა სწორადაც გამარჯვება .საკვირველი! (ვერა-ს ადრე კვირეთი ერქვა)