ინდი-მინდი
1. დემოკრატია –(კასტის მმართველობა) ...."ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე " ...ჩვენ წესად დავრგეთ დემოკრატია და საქმეც შესაბამისი მოვიმკით დემოკრატია თავის ბუნებით,კორუფციაზე დგას,კორუფციის გარეშე იგი ვერ იარსებებს,რადგან დემოკრატია გახლავთ ბერძნული სიტყვა და ნიშნავს კასტის (გამორჩეული ფენის) მმართველობას (ოხლოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას)...ანუ ფასადურად შეცვლილია მხოლოდ სახელი,რეალურად დემოკრატია იგივეა,რაც ადრე იყო გაზულუქებული ფეოდალების დროს.როცა ყველას სათავისოდ უნდა და სამშობლოს მცნება დაკარგულია.ყველამ იცის რომ დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს,ყველამ იცის რომ არა ლეგიტიმურია,ყველამ იცის რომ ის ვინც ისინი მოიყვანა ,იმათ წინაშე არიან ვალდებულნი და არა ქვეყნის ,ღმერთის და ადამიანის წინაშე ...ერთი სიტყვით დემოკრატია არის,მაფიის ნიღაბი ,"კეთილშობილი მაფია" ...
2. მწიგნობრობა – "მათ მასწავლებლებად რიტორები ჰყავთ, ჩვენი კი - სული წმიდა"...დღევანდელი განათლება,არის ბიო–რობოტების გამოყვანაზე აგებული. ტყუილად ჰგონია ვინმეს რომ მისი ცოდნა ,ცოდნაა. "ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა. ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა? თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე. აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება. სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს. ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან. უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება. რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი" ....
1–1 წესი ყველამ იცის (მაგრამ არ უნდა გაიგოს) რომ ,მმართველად უფალმა მეფე დაადგინა! "მე"–ს ფერი,ანუ ღვთის შვილი. მეფე წარმოადგენს ერთობას,როცა ყველა ადამიანი თოკავს თავის პიროვნულ ამბიციას და ერთში ახერხებს გაერთიანებას(ტყუილად არ თვლის რუსთველი,რომ ყველაზე დიდი სიყვარული,პატრონისა და მისი ყმის სიყვარულია!) . ეშმაკი თავის ამპარტავნებამ დასცა,ისევე როგორც კაცობრიობა დასცა მათმა ამპარტავნებამ. ამპარტავნებაა როცა არ გესმის არ იცი და მაინც სათავისოდ გსურს.როცა რაიც შენი არ არს,იმას იპარავ,თავნებობ! ...რაც შეეხება მეფეს,მას ადამიანები გამოარჩევდნენხოლმე,მისი სულიერების კუთხით (ანუ სული წმინდით ხელდასმული ,ხდება მეფე) და არა მე მეკუთვნის და მე უნდა ვიყო ...თუ სული წმინდის გვწამს (ფრთხილად! "ყოველი ცოდვა და გმობა, , შეენდობა ადამიანთ: ხოლო გმობა სულსა წმიდაზე არ შეენდობათ მათ!") წმინდა მამა გაბრიელი ამბობდა სული წმინდით: საქართველოს არაფერი ეშველება ,მეფის გარეშე. მრავალნი წმინდანი ამბობდნენ და წინასწარმეტყველებდნენ ქართველთ მეფეზე...ამიტომ მართლებმა უნდა ვიზრუნოთ ჯერ სამეფო აღვადგინოთ და მეფეს უფალი მოგვივლენს! ესაა სწორი გზა! წესი !
2–2 შემეცნება ,მეცნიერება.აგებულია მხოლოდ მე–ს ცნობაზე,მამის ენის გახსნაზე...არ არსებობს ადამიანი გონიერი,თუ ის მართალი არ არის,მართლის მდიდებელი. რაოდენ ბრიყვია ადამიანი,რომელიც რელიგიას ებრძვის და ასეთ მთავრებს (მთავრობებს) მიჰყვება .დღევანდელ მწიგნობრებმა (ვუწოდებთ მათ მასონებს,ილუმინატებს,სიონისტებს) ადამიანებს წაართვეს ,საზომი ხელსაწყო,და ვარაუდებით დათიშეს.მაგალითად: თუ არ იცი როგორ იზომება სიმაღლე,რომ გკითხავენ რა სიმაღლის არის, ეს ალვის ხე.ზოგნი იტყვის რომ 3 მეტრის არს იგი,ზოგი 4მეტრს,ზოგი 3 მეტრს და 30 სანტიმეტრს,ამის გამო იკამათებენ,ერთმანეთს ბრიყვს და უგნურს უწოდებენ და ხელითაც გაიწევენ,ალბათ მოგვიანებით...მთვარე ვერ აითვისეს და არა მარტო მარსს,სხვა გალაქტიკებსაც იკვლევენ თურმე,განა შენ შეგიძლია "გაზომო" ის სიმართლე,რასაც "ნასა" ამბობს? არ შეგიძლია .გალაქტიკა იგივე ადამიანის ტვინია ,თავის შავი ხვრელებით (მეხსიერებაში ჩავარდნით) და ასე შემდეგ...
მთავარი საზომად ღმერთმა,ადამიანი დაადგინა . ეს ადამიანმა დაარქვა ყველას და ყველაფერს სახელები,შესაბამისად ყველაფრის საზომი ადამიანია!!! ადამიანია ხილული არსი სამების,ერთი ხილული და მასში დაფარული სამება (აზრი,სიტყვა,ქმედება).აზრია სიტყვაც და ქმედებაც,ასევე სიტყვაა აზრიც და ქმედებაც .ასევე ქმედებაა სიტყვაც და აზრიც ...ამიტომ მთავარი უნდა იცოდეს ადამიანმა ,აზრი იქცა ენად,სამეტყველოდ (ქართული ენა,მართლაც დედაა ყოველი ენისა) ეს სამეტყველო ენა მოკვდა (მიიძინა,როგორც ლაზარემ) რატომ? იმიტომ რომ სიტყვას ფასი დაეკარგა მაშინ (ჯერ კიდევ 4000 წლის წინ) უფრო სწორედ,სიტყვის მნიშვნელობები,მისი არსი,აზრი გადაწეული იქნა მეორე პლანზე .სიტყვას მხოლოდ სიტყვის მასალადღა იყენებდნენ . მეორედ მოსვლა ,ლაზარეს აღდგინება კი სიტყვებისთვის აზრის დაბრუნებასთან კავშირშია (ჩვენის მოკრძალებული აზრით)...სიტყვის გაცოცხლება,ანუ რასაც ამბობ ის შენში ცოცხალი უნდა იყოს,ესაა რწმენა! ...
„ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე“