მეფე
"`გლახაკი მეფე, რჩეული ღვთისა~, რომელიც მოვა დამონებული
მართლმადიდებელი ერების მუსულმანური და პაპისტური ტირანიისგან
გასათავისუფლებლად, იქნება წარმოშობით ქართველი."
მეფეს სხვა მადლი აქვს; სანამ ბაგრატოვანი მეფე არ
დაუბრუნდება,საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი
აღადგინეთ! კარგ პრეზიდენტს ცუდი მეფე გერჩივნოთ, რადგან მთავარია ღვთის
მადლი გადმოვიდეს ერზე.
მეფე ღვთისაგან სვიანი –მეფე
ღვთის სასმელია .ღვთის "ფერი" ...სიტყვა მეფე ორი ფუძისგან შესდგება:
მე–ფე..."მე"–ს ფერი....ფერი რა არს? ფერი არს ხატება იმისა,თუ რა არს
შიგთავსი,ანუ ხილული არსი ფარულისა. ოქროს წარმოაჩენს მისი ფერი
(ოქროსფერი)...ფერი გარკვეულწილად არის კიდეც ფარი,გარეგანი,აღჭურვილობა...
"მე" კი მამის ენაა,ბირთვი,შიგთავსი.ანუ რად არის "მე" არა პიროვნული "მე"
,არამედ მამის ენა? ცოტა შორიდან მოვიხილოთ,ძველ ხალხს,შუმერებს ჰყავდათ
ღვთაება ინანა ,რომელმაც მათ სწავლება მოუტანა 100 ფირფიტა "მე" (ანუ
გზამკვლევი ადამიანებისთვის) .(ღვთაება ინანა,ქართული წიაღიდან შედის
შუმერში)...ანუ იმის თქმა გვსურს,რომ "მე" არის ერთგვარი საწყისი კოდი,ის
რაც უფალმა ჩადო ჩვენში,რამაც უნდა გაიხაროს,რამაც უნდა "გააპოს
მიწა–გველეშაპი" აღმოცენდეს,გამოისხას და მოიღოს ნაყოფი. ეს იგივეა რაც
ფორმულებით ვიცით :"შეიცან თავი შენი",შენი თავი შენადვე გეკუთვნოდეს"
"ათავისუფლე მონები"...ეხლა საქმე იმაშია,თუ ვის როგორ წარმოუდგენია,თავის
განთავისუფლება ,შეცნობა...ის რომ 100 ფირფიტა "მე"–ს მომტან ღვთაებას
,ინანა ჰქვია,შემთხვევითი არ უნდა იყოს,რადგან შეცნობა,ინანათი,სინანულით
მიიღწევა მხოლოდ! გავიხსენოთ ავაზაკი,ჯვარცმული ქრისტესთან ერთად,რომელმაც
სამოთხე მოიპოვა,მან შეიცნო უფალი,გაიაზრა და შეინანა,ანუ როგორც უფალი
ამბობს:
"მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა
მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ"
"თუ ჩემს სიტყვებში დარჩებით ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები იქნებით და შეიცნობთ
ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ"
ანუ
სხვა გზა ,უბრალოდ არ არსებობს,ზოგიერთნი ღმერთს განყენებულად
წარმოიდგენენ და ეურჩებიან,იმან რად უნდა მმართოსო,ის კი არ ესმით,რომ
ღმერთი მათი არსია!,უარყოფ ღმერთს,უარყოფ საკუთარ "მე"–ს უარყოფ საკუთარ
თავს და როგორღა განთავისუფლდები? ღვთისმგმობი საკუთარი ხელით ინადგურებს
საკუთარ "მე"–ს და იწყებს ქაოსურ მოძრაობას (ანტი–სხეული ხდება
სამყაროსი–ანუ პარაზიტი) ...ერთი სიტყვით ღმერთი არს :ღია "მე" ერთი
(ერთსულოვნება)
ეს ყველაფერი კი იმად მოგახსენეთ,რომ
მეფე არ არის წოდება ,გვარიშვილობა.მეფე ოდითგან ღვთის ხელდასმულს
ნიშნავდა,ანუ ღვთის შესაფერს,ღვთის ხატებას.ის ვინც აღასრულებს უფლის ნებას
და შესაბამისად უტოლდება შემდეგს:უფალი მეფობს!
შემიძლია ასე მივმართო ღმერთს: "ბატონო ღმერთო?" ეს საშინელება
იქნება ქართველისათვის. და აი, ღვთის მიმართ ჩვენ ვხმარობთ: "უფალო!" და
საოცრება: "უფლება" ქართულში "ბატონისაგან" კი არ მოდის, არამედ
"უფლისაგან." ...(საკრალური წყობა –გ.რობაქიძე)
უგენიალეს ქართულ სახელდება "ხელმწიფე." აი კიდევ ერთი პოემა
ქართული ხილვისა, ერთი სიტყვით თუ ერთ სიტყვაში გამოთქმული. რატომ მაინც
და მაინც "მწიფე ხელი"? ოქროს ხანაში მმართველი ეგულვებოდათ მდიდრად და უხვად-რას ნიშნავს "მწიფე
ხელი", თუ არა სიმდიდრესა და სიუხვეს? ოქროს ხანაში მმართველი იყო ძლიერი
და მარჯვე-რას ნიშნავს "მწიფე ხელი", თუ არა სიძლიერესა და მარჯს? მიხეილ
წერეთლის აზრით, "მწიფე" ნიშნავს "მიწვდომასაც." მაშასადამე "მწიფე ხელით"
ნაგულისხმევია "მწვდომელიც": ესე იგი ის, ვინც წვდება მას, რაიც სხვისათვის
მიუწვდომელია. ხოლო ამით არ თავდება ხელმწიფის სახელდებით ნააზრი; იგი
კიდევ უფრო მეტს, უფრო გულისხმიერს მოასწავებს. ოქროს ხანაში მმართველი
მეფეც იყო და მღვდელიც. ქართული გაგებით ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან,
როგორც ითქვა, "ფლობა" გამოვლინებულია "უფლისაგან". მფლობელი, მაშასადამე,
"მღვდელიცაა" ...(საკრალური წყობა –გ.რობაქიძე)