დრონი
"მე ვიცი, რა არის დრო, როცა არ მეკითხებიან ამის შესახებ, ხოლო როცა მეკითხებიან, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიჭირს განმარტება"
და მაინც რა არის დრო? სამების პრინციპით დრო ამგვარია: წარსული,აწმყო და მომავალი. ვინაიდან სამება ამავე დროს ერთ არსია,დროც ერთარსია და წამია (წ-ა-მ) იგი... ასეც შეიძლება ვთქვათ დროშა,სახიერებაა დროის .მისი ალი.
სიტყვა "დრო" ,აზრობრივად,გადმომცემი უნდა იყოს შემდეგის: დარ-გონი ,ანუ დარიანი გონი (კეთილგონიერება) ...რატომ კეთილგონიერება? ალბათ იმიტომ რომ წარსულით (წინაპართა წესით) აწყმოით (დღევანდელობით,საკუთარი აზრის ფორმირებით) და მომავლით (წმინდა წერილით) შეიქმნის კეთილგონიერება .(უგუნური არად დაგიდევს წარსულს,და ვერც მომავლით ახელს თვალს,მხოლოდ დღევანდელი კვერცხი ურჩევნია,ყველაფერს) .
დაბრო (რუსულიდან-სიკეთე). იადრო (რუსულიდან-ბირთვი.სამყაროს ბირთვი...ონი-გონი იგივე ბირთვია.საუნჯე) ...დ-რ-ო ("დონ"-დასაწყისი და დასასრული,"რაე"- რაობა,"ონ" -საუნჯე)...
მითებიდან ვიცით,რომ მეფე ართურის (ართ-1 ურ-უმაღლესი რაობა) მამის სახელია :-"ურთ პედრაგონი".იგიც და მისი ვაჟიც ცნობილია დრაკონის ალმით. შეიძლება ვივარაუდოთ რომ დრაკონის სახელიდან მოდის პედრაგონიც (ან პირიქით,არ აქვს მნიშვნელი...ამას იმად ვამბობ რომ დარ-გონი და დრაკონი ერთარსი უნდა იყოს.დარიანი გონი,ან დარიანი კონა ...დარ -ნიჭია რუსულიდან )...
დრაკონი რათქმაუნდა ურჩხულის ,გველეშაპის სახეა იგივე და კეთილგონიერება როგორ არისო შეიძლება ვიფიქროთ,მაგრამ ვეფხვიც შმაგია,მგელიც "მკვლელია" და ასე შემდეგ. საქმე იმაშია რომ ვეფხვის მოკვლით (ანუ თავის თავში სიშმაგის ,აგრესიულობის და კიდევ სხვა ვნებების მკვლელობით,ხდები იმ ვეფხვის ტყაოსანი ,რომელიც შოთას ნახსენები აქვს როგორც სული წმინდის სახე.ანუ ეს იგივე საკუთარ თავზე გამარჯვებაა-შეიცან თავი შენი.მოერიე ვნებებს შენსას...
ასევე ამირანის გადაყლაპვა გველეშაპის მიერ და შემდეგ ამ გველეშაპის განკვეთაც იგივ აზრის მატარებელია. გველეშაპი დრაკონი ,ეს იგივე წუთისოფელია,რომელმაც კი არ უნდა დაგიმორჩილოს დაგაბეჩავოს ,ანუ მან კი არ უნდა გმართოს,შენ უნდა მართო,შენ დაიმორჩილო...თუ გველეშაპი გერევა,ანუ წუთისოფლის საცდური,მაშინ ურჩხული ხდები,თუ შენ ერევი გველეშაპს ,ანუ ვნებებზე იმარჯვებ ,სულზე ფიქრობ და არა ხორცზე,მაშინ დარ-გონი ანუ კეთილგონიერი ხარ.ესეიგი კეთილია შენი არსი,შენი საუნჯე და რადგან კეთილია(ეთილი) სამყაროს კოდიც,მასთან ზიარი ხდები...სწორედ ამ დროს ხარ დროის ერთ არსი! ანუ ჭეშმარიტ წამში მოარსებე .
ჭეშმარიტ წამში მოარსებე,ასეც გამოითქმის:უშიში ვითარც უხორცო! ანუ? ჭეშმარიტებაში მყოფი,რწმენაში მყოფი,სიმშვიდეში მყოფი...როცა რაიმის გეშინია ,ქაოსს ჰქმნი საკუთარ თავში (რამდენადაც გეშინია,იმდენად მძლავრია ან ნაკლებია ეს ქაოსი)...მარტივი,ცოტა უხეში მაგალითით რომ ვთქვათ ,ვისაც უჩხუბია,მიუხედავად იმისა,მორევია თუ დამარცხებულა,ალბათ დამეთანხმება,რომ:როცა მოწინააღმდეგე ცდილობს დარტყმას,მაშინ ან თვალებს ვხუჭავთ,ან თავს ვხრით,ან ტანში ვიხრებით და ქაოსურად ვცდილობთ მოგერიებას,საპასუხო დარტყმის მიყენებას (თუ გაგვიმართლა ხომ კარგი :) ...უშიში კი ამ დროს რას აკეთებს? ის დროს თითქმის აჩერებს და ზანტად ხედავს მოწინააღმდეგის მოძრაობას,შედეგად იოლად უმკლავდება (თუმცა უშიში რომ დროს აჩერებს,ამას მხოლოდ უშიში ხვდება,სხვა ვერ შეატყობს)...
წმინდანთ (წმინდა გულისა და გონებისანთ) შეუძლიათ დროის შეჩერება ,ეს ნამდვილად ასეა ...თუ აბდაუბდა გამომივიდა ნაწერი და დიდად აზრი ვერ გამოიტანოთ,ნუ გამკიცხავთ,არ მეყო მეტი ნიჭი :)
მე ვიცი, რა არის დრო, როცა არ მეკითხებიან ამის შესახებ, ხოლო როცა მეკითხებიან, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიჭირს განმარტება"