მეხუთე ელემენტი
სიყვარული ვითარცა სიტყვა სრული
სტიქია - ცეცხლი, სტიქია - მიწა, სტიქია -ჰაერი, სტიქია - წყალი
ამ ოთხი ელემენტის,ერთობა არის ენა! (ანუ მეხუთე ელემენტი)...ოთხივე ელემენტის ენა, ადამიანშია ჩადებული და ჰქმნის ადამიანის ენას.ამ ენაზე ვაზროვნებთ,ვსაუბრობთ და ამ ენით ვმოქმედებთ .
ცნობილია,რომ ენა და ერი ,ერთარსია! რატომ? მაგალითად ქართულ ენაზე ვფიქრობთ ქართველნი,ვმოქმედებთ მისით და გამოვხატავთ,ვსაუბრობთ მისით,შესაბამისად ,ერიც– ერთობაც– ჰა–ერიც ეგაა ჩვენი,რითიც ვსუნთქვათ და ვარსებობთ.
(ქართველი ქართველად დარჩება ციმბირშიც,თუ ქართულ ენაზე საუბრობს,აზროვნებს... მაგალითად ჩინელი ისწავლის ქართულს,მაგრამ იაზროვნებს მაინც ჩინურად და ის ვერ გახდება ეროვნული ადამიანი (ქართველი) ის შეიძლება იყოს პატრიოტი,ანუ მიწის ერთგული,თუ ის აქ კარგად იცხოვრებს,თავის კეთილდღეობას დაიცავს,მაგრამ ვერ დაიცავს მომავალს,რადგან არ ესმის წარსული...ასე ვთქვათ პატრიოტი აწყმოში ცხოვრობს,ეროვნული კი მომავალში (წარსულით).
დამარხულ არს ენაი ქართული,დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად...
ანუ პირველადაც ის იყო,მოსული(ქართული ენა...ქრისტე ქალდეველთა ენაზე საუბრობს,მისი გ–ამხსნელია) ...საწამებლად–ანუ რაიც უნდა იწამო ,ირწმუნო ...ცნობილი სიბრძნეა ძველი:წამებიდან წამებამდე–ანუ თუ არ ეწამე ,ვერ ირწმუნებ და თუ ვერ ირწმუნე ეწამები...ამავ დროს რწმენა წამია ჭეშმარიტების (წმინდა ადამიანს, დროის შეჩერება ძალუძს,ჭეშმარიტ წამში დგომა).....„ არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს რომ ვინმე დაიღუპოს, სურს რაც შეიძლება მეტმა შეინანოს...თორემ გაჩერდება დრო და აღარ იქნება სინანულის ჟამი,მერე რას იზავთ?
„მორწმუნეს თავის თავში აქვს მოწმობა“ იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამბობს:„ვისაც სწამს ძე – აქვს მარადიული სიცოცხლე, ხოლო ურჩი ძისა დასჯილია.“ურჩი, ანუ ურწმუნო, უჯერო.
ქართული ენა–სახარებასა შინა,ლაზარე ჰქვიან
ქართული ენა –ყოველი საიდუმლო,ამა ენასა შინა დამარხულ არს
ქართული ენა–ამით ენითა,უფალი ამხელს ყოველსა ენასა
ანუ? ჭეშმარიტება დევს ამ ენაში,ამ ენის გაცოცხლებით (ლაზარე გამოვედ გარეთ) მოხდება მხილება.ეს ნიშნავს,რომ ჭეშმარიტებას ქართველი ჩასწვდება მხოლოდ (რადგან ქართული ენა–სული წმინდა მასთან არს) და ჭეშმარიტება ამსხვრევს ყოველ ცრუს და ავს ...(ისტორიულად ქართველური ტომები გამოვიდნენ ბაბილონიდან,სანამ აირეოდა ენები ,ეს იმას ნიშნავს რომ ნოეს ენა და შესაბამისად ნოეს წინანდელთა (გნებავთ ატლანტიდელების) ენა ქართულია.ეს ენაა სამოთხეში უფლისა და ადამის ენა)
რას ნიშნავს ენის გაცოცხლება? უფლის ყოველი სიტყვა ცოცხალია!რწმენაც მასთან ზიარს ნიშნავს,როცა უფლის სიტყვას ზიარებული ხარ (გააზრებული გაქვს)...ბევრს ჰგონია,რომ მიხვდე ,ვინმეს აწყენინე,ეს მონანიებაა,ასე არაა! მონანიებაში მაშინ გეთვლება,როცა გაიაზრებ ჩადენილს და იმ ცოდვას შეიჯავრებ,თუ არ შეგჯავრდა ის ცოდვა,მაშინ არც მოგინანიებია,უბრალოდ ბოდიში მოიხადე,იმ წამს ასე გსურდა,მაგრამ მეორე წამს იგივეს გაიმეორებ...ანუ ზიარება უფლის სიტყვასთან ნიშნავს,უფლის სიტყვა,შენ სიტყვად იქცეს,შენი პირიდან უფალი საუბრობდეს.ქართული ენა გალობის ენაა,სინანულის და ზ–ი–არების (ლ–აზარე) ...
მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა...ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას.მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება...ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას....პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად.
ყველაფერს აქვს,ციური და მიწიერი გამოვლინება.სიტყვა ციურია (სულისმიერი) მისი მიწიერი გამოვლინებაა განაყოფიერების თესლი (სპერმა და ტვინი ,თითქმის ერთიდაიგივე შემადგენლობის არის,უბრალოდ ერთი ცხობის მდგომარეობაშია,ან ასე ვთქვათ შედედებულ მდგომარეობაში (ტვინი) მეორეც იგივ მდგომარეობაშია,მანამ სანამ არ განლაყდება სითხისმიერი არ გახდება.ამას იმად ვამბობ რომ ტვინი სულს ასაზრდოვებს (ანუ გონს. სული ხომ სულ მყოფი,ერთი ჭეშმარიტებაა,ანუ სამყაროს გონი,რომელსაც უნდა აუწყო და ერწყმოდეს შენი ინდივიდუალური გონი.) ,ბადებს მომავალს (ის რაიც აგითვისებია,რაც შენი ხასიათია,იმის მიხედვით იწერება შენი ბედი,ანუ შენი თავისუფალი არჩევანი წერს ,შენს ბედს).ასევე სპერმა,წერს მომავალს,ის რაიც აგითვისებია,იმას შობ დედის წიაღში (ქალი ინფორმაციის წამკითხავი და გამხსნელია,კაცი ინფორმაციის მიმწოდებელი) ...ამ ყველაფრის არსი კი ენაა,კოდი (ანუ ტვინიც და სპერმაც საზრდოობს სიტყვათა მარაგით,შინაგანი საუნჯით) ...სიტყვა არ არსებობს ცუდი! სიტყვა რაიმე მოვლენის აღწერაა.ცუდ და კარგ მნიშვნელობას მას ჩვენ ვაძლევთ. ანუ როგორც ვხედავთ გარესამყაროს,რაიც არს ჩვენი საუნჯე .
სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც.
ასეც შეიძლება ითქვას ,უფლის სიტყვა მარად ცოცხალია ,უბრალოდ მას ჩვენი გული ,ან აცოცხლებს ,ან კლავს (გონება რამდენად გვიმუშავებს ისე)
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.
ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.
"მაგინებელი კაცის გულში იმკვიდრებს ეშმაკი,
ღვთისმშობელი ართმევს მას საფარველს, ის განშორებულია და უცხოა ცათა
სასუფევლისათვის. გვახსოვდეს, საყვარელნო, რომ ყოველივე ჩვენის
სიტყვებისათვის უნდა პასუხი ვაგოთ ღვთის წინაშე და ამიტომ სიფრთხილით
მოვექცეთ ჩვენს სიტყვებს."
"შენი ლოცვა რაღასა ჰგავს? რას იტყოდი შენ, რომ
კარგად და გემრიელად გაკეთებული საჭმელი მოგიტანონ ჭუჭყიანის ჭურჭლით და
გაჭამონ ჭუჭყიანის კოვზით! როგორის ენით და პირით ლოცულობ შენ?"
და ბოლოს: „იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება სიყვარული ერთმანეთის მიმართ“ (პავლე მოცი ქული)