მეგობრობა
იოანეს სახარება 15
"არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა
იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა
მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ."
"უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი
დადვას მეგობართა თჳსთათჳს."
ოდითგანვე ქართველი კაცის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მსოფლიოში მისი
მეგობრობის უნარია, ამის გამო საქართველოში მცხოვრები, თუ სტუმრად მყოფი
ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს...
და
მაინც,რა კოდი დევს მეგობრობაში? მე–გობ–არი ,"მე" როგორც მამის
ენა,ჭეშმარიტება ,"გობ"–ი როგორც წმინდა გრაალი (ხის ჭურჭელი) ,არი–არს
ესე!..
"გ–ო–ბ"–ამ შემთხვევაში იგი გან–ბანაა,ნათლის
ღება..."გ"–როგოც ერთის გაცემა,და "ბ"–მეორეში დავანება,მეორის
მიღება,მეორეში შობა (ნათლობაც ხომ მსგავსია,როცა ჭეშმარიტებას,ჭეშმარიტი
სიტყვებით (ლოცვით,დალოცვით) გადასცემს მღვდელი ბავშვს (ბავშვი იმად უნდა
იყოს ამ დროს პატარა და უმანკო,რომ უკეთ შეეძლოს მიღება–გაცემა.უფალი
ამბობს,უმცირესი უდიდესია თქვენს შორისო და ამ შემთხვევაში იმ უმანკო
ბავშვს შეუძლია უდიდესი მადლი დაუბრუნოს მღვდელს) ...
ეს ის შემთხვევაა სწორედ,როცა უფალი ამბობს: ”სადაც
ორი კაცი შეიკრიბოს ჩემი სახელით მეც მათ შორის ვარ” –ანუ სადაც სიმართლის
,ჭეშმარიტების,სიყვარულის ძალით ხდება გაერთიანება,იქ არის უფალიც და მისი
უძლეველი ძალიც .
მეგობრობა სიტყვა ,ასევე მსგავსია
სიტყვის მოგაბარე,ანუ მეგობრობა გარკვეულ წილად,მიბარებაა,ჩაბარება ...როცა
საკუთარ თავს ანდობ,აბარებ ,როცა საკუთარ სიტყვას ანდობ,როცა საკუთარ
გულის ნადებს უმხელ ,როდესაც ნებისმიერი რამ შეგიძლია მიანდო,მიაბარო ...
და
რა მოგვაბარა უფალმა? სული ჩაგვბერა,სული თავისი,ხოლო სული
წმინდის,ცხონების მოპოვება,ჩვენს თავისუფალ არჩევანზეა ...აქ ალბათ უფლის
იგავი უნდა გავიხსენოთ:
15
ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი,
თვითეულს - მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.16
ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო.
17
ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც.
18
ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და
დამალა თავისი პატრონის ვერცხლი.
19
დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და
ანგარიში მოსთხოვა მათ.
20
ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა
და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი
სხვა ტალანტიც მოვიგე.
21
ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ!
რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის
სიხარულში.22
ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ
მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. 23
ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო
იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.
24
ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი,
რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ
დაგიბნევია. 25
ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე
გქონდეს.
26
ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა
მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ
დამიბნევია.
27
ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი,
რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.
28
მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის
მქონეს.
29
რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს
წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
(იმედია
ეს იგავი,პირდაპირი გაგებით,არ იქნება წაკითხული. ტალანტი იგივ
ნიჭია,რომელიც უფალმა მიაბარა ადამიანს ,რომელმაც უნდა "ივაჭროს"
განავითაროს,მოახმაროს სხვებს,დახვეწოს...)
ბ.ს–––რუსთველის
ვეფხისტყაოსნის მეგობრობის გარეშე,რომ არ დავასრულოთ,ასე ვთქვათ :
ავთანდილი თავის სიყვარულის მოსაპოვებლად,სხვის სიყვარულისათვის
იბრძვის,სხვის გულს–სულს აძლიერებს,ტარიელს როგორც ცარიელ
ჭურჭელს,იმედით,რწმენით აღავსებს(იმედი,რწმენა და სიყვარული) ...რასაცა
გასცემ შენია ,ამასზევე დგას მეგობრობა,და მთელი სამყაროს კოდი. თუ გაცემა
უანგარო არ შეგიძლია ,მაშინ არც მეგობრობა –სიყვარული შეგძლებია