მეომარი
„ეჰა, მეომარნო ქრისტესნო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად
ვიბრძვით, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც
ადვილად დავამარცხებთ“
მეომარი ქრისტესანი...მე–მარი გახლავთ მართლით მართული,რაც ტოლია მარადისობის!
(მარე
სვანურში კაცს ნიშნავს,ანუ არე–მარე გარკვეულწილად საუბრობს იმასზე,რომ
არემ (სამყარომ) შეჰქმნა კაცი და კაცი არს სამყარო–თუმცა ეს სხვა თემაა )
"კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!"
მეომარის
არსის უკეთ გასაგებად,სამება გავშალოთ ამგვარად: არსი–აზრი (მამა
ღმერთი,ჭეშმარიტება) სიტყვა (სული წმინდა) ქმედება (ძე ღვთისა–უფალი
ქრისტე,დაწერილის აღსასრულებლად მოევლინა ქვეყნიერებას).....
რეალურად
სამივე ერთარსია,ანუ აზრიც სიტყვაა (ზოგჯერ გვაქვს შეგრძნება,რომლის
გადმოცემა და სიტყვით გამოხატვა არ შეგვიძლია,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის
სიტყვა არ არსებობს,მაგალითად ვიცით სიტყვა ლამაზი,მაგრამ მასზე აღმატებულს
მხოლოდ ასე გამოვხატავთ უ–ლამაზესი,ანუ უმაღლესი,ზე–ლამაზი,არ სადარი
და
ქმედებაც სიტყვაა (გმირის გმირობაც სიტყვაა,რომელიც აღძრავს
იმპულს–ქმედებას სხვასში .ასევე გმირის გმირობას ,მგოსანი აღწერს
სხვადასხვა აღმატებული ეპითეტებით,რაიც ქმნის კიდეც სიტყვათა მარაგს)
"პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი"
" პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს "
ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა.
ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.
ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.
(მათეს სახარება 15)მეომრის შემთხვევაში,იგი ასე წარმოგვიდგება : მე–ო–მარი
მე–მამის ენა (არსი,ჭეშმარიტება)
ო–ონი–(საუნჯე,სიტყვის მარაგი) ასომთავრულში ო–ს გამოხატავს წრე 0.სიტყვაც სწორედ შემოწერილზე,წრეზე და დაწერილზე საუბრობს. (ტყვე–ტყავი....სი–მეშვიდე ნოტია,სი–მშვიდე,სიო ,სიონი––მაგრამ ესეც სხვა თემაა) ...ასევე
ვიცით მხედრული ასობგერა "ო" რომელიც ადამიანის პირის ღრუშია
გამოხატული,როგორც თითქოს ცის თაღი.ყელიდან ამომავალი ბგერები ,მაგ თაღს
გამოივლიან,ანუ ბაგეში იბადება სიტყვა (იესოს ბაგაში დაბადებაც,არ შემთხვევითია) .....
მარი–მარადისობა...
ანუ მეომრის არსი, ის არს ,რომ: აზრი,სიტყვა და ქმედება,ერთარსი უნდა
იყოს,მართული
მართლით,წინააღმდეგ შემთხვევაში ,ირღვევა სამების პრინციპი. მეომარი ეს
,გამუდმებული ბრძოლაა საკუთარ თავთან (ვინც კუჭსა და ენას სძლია,ის უკვე
სწორ გზაზე დგას) და ამავ დროს თუ მასში სამება გამართული არს,ანუ
სიმართლით მართულია აზრი,სიტყვა და ქმედება,მაშინ ჰპოვებს მეომარი რწმენას!
რაიც არს კიდეც უფლის ძალა!
უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, -
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.
რას
სჩადიან ,ამ დროს ფარისეველნი? ისინი სიტყვით გაქებენ,გადიდებენ,საქმით და
აზრით კი ზურგს უკან სამარეს გითხრიან,ანუ მათში სამება დარღვეულია.
სიცრუე და ორპირობა, ავნებს ხორცსა მერმე სულსა !
რას
სჩადიან დღევანდელი მთავრები და პოლიტიკოსნი? მაღალფარდოვანი სიტყვებით
,ჩვენს კეთილდღეობასზე საუბრობენ,აზრით და საქმით კი პირად კეთილდღეობასზე
ზრუნავენ და ფიქრობენ. ამიტომ ძვირფასნო,უსმინეთ
არა იმას,რას გეუბნებიან,არამედ ისმინეთ ის,რის დამალვას ცდილობენ,იმ
სიტყვებით. დავით წინასწარმეტყველი ამბობს ,რომ ყოველი კაცი ცრუ არს!
ამიტომ ეცადეთ სიბრძნე მოიპოვოთ წმინდა წერილების კითხვით.
"იყავით გონიერნი ვითარცა გველნი და უმანკონი ვითარცა მტრედნი"...
სულმნათი აღმაშენებელი,გულმოდგინედ და გულისყურით კითხულობდა წმინდა წერილებს,ამად იშვა ,ძლევაი საკვირველი!
ეწიკა ლიქოკელი(დიდგორის ბრძოლის მონაწილე)„ფხოველთა ჩონ
ხელწიფის წინ დგომა გვეწადის! თუცაღა ფრანკთა შორის ჩაგვაყენეს სპასალარმან
ჯუართა გამო ჩონ ტალავერზედა — ფრანკნი მრავალნი ეგონების მტერთაო.
ფრანკთა დიაღაც ცოტანი იყვნენ მეომარნი და თურქთა კი უნდა სცოდნიყოთ, რო
ევროპიელნი მრავალნი ბრძოდნენ ქართველთა გამო. ამადაც ვერა ვიხილენით
ახლოით წმიდა გივარგი, რომელიც მეფეთ მეფესა ჩუენსა დავითსა ხელმარჯვნით
სდგა სიმტკიცისა წამქეზებელათ მტერთა ზედა. ხოლო ოდენ გვესმოდის ძახილნი
ქართუელთა სპათა, რო წმიდა გივარგი გამოსჩდაო თვითან თეთრსა ცხენზედ
ამხედრებულნი შუბითა განგმირავითა და მფარველსა ვადიდებდეთ უფალსა ჩონსაო.
ერთი ფრანკთაგანი მხრებზედ შესდგა ჯვაროსანსა ამხანიგსა თვისსა, რომელსა
ესრეთა სწყუროდის და ეწადის ხილვაი წმიდისა გივარგისი და ჰყვიროდიან
ფრანკთა ენაზე — ეჰა, გივარგიო!..“
ჟან პიერ ჟან გალუა (ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე)
„მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა
ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და
ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის
დროშის წინააღმდეგ. ....
ხოლო რაც შეეხება წმინდა გიორგის
გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ
სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული,გამოჩნდა შუბით
შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ
ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ — „წმინდა
გიორგი ჩვენთან არს!..“