საქართველოს სამეფო
ცან (ცოდნა ყოველის) არს წვდომადი,მხოლოდ მამასთან(ღმერთან) მყოფთათვის
 

                      საქართველოს სამეფო





მართვა", ანუ დგინება "მართლისა"-ეს მეფური მართვა, საკრალურად მიჩნეული, გვხვდება არა მარტო ქართულ მითოსში, არამედ ქართულ "ისტორიაშიც". "რამეთუ თქვენ ხელმწიფენი უფალგყვა ღმერთმა ქვეყანასა განგებასა"-სამეფო ტახტი მერწმუნა პირველ ღვთისაგან და მერე მშობელთა ჩემთაგან"-ამბობს დიდი დედოფალი თამარ. კიდევ უფრო საოცარი: საქართველოში ჩვენ გვხვდება თვით "მეფე-ღვდელიც". სახელი მისი აღმაშენებელი დავით, დიდი მხედარი და ნათელმოსილი პიროვნება. ომში მას "საღმთო წერილიც" მიჰქონდა ხოლმე თან. ერთხელ "სამოციქულოს კითხვამ ისე გაიტაცა იგი, რომ კინაღამ წააგო ბრძოლა მან. თავის სახელს იგი სჭრიდა ფულზე ხან როგორც "ხრმალი ქრისტესი" ხან კი როგორც "ყრმა ქრისტესი": ხრმალი აქ მეფეა, ყმა კი "მღვდელი"


უგენიალეს ქართულ სახელდებაში "ხელმწიფე." აი კიდევ ერთი პოემა ქართული ხილვისა, ერთი სიტყვით თუ ერთ სიტყვაში გამოთქმული. რატომ მაინც და მაინც "მწიფე"? ხელი, რადგან ხელი სდებს ზღვარს კულტურის მხრივ ადამიანსა და ცხოველს შორის; ვინ უნდა გზნებდეს ამ ზღვარს უკიდურეს, თუ არა მმართველი, მეთაური ტომისა თუ ხალხის? რად უნდა იყოს მისი ხელი მწიფე? ოქროს ხანაში მმართველი ეგულვებოდათ მდიდრად და უხვად-რას ნიშნავს "მწიფე ხელი", თუ არა სიმდიდრესა და სიუხვეს? ოქროს ხანაში მმართველი იყო ძლიერი და მარჯვე-რას ნიშნავს "მწიფე ხელი", თუ არა სიძლიერესა და მარჯს? მიხეილ წერეთლის აზრით, "მწიფე" ნიშნავს "მიწვდომასაც." მაშასადამე "მწიფე ხელით" ნაგულისხმევია "მწვდომელიც": ესე იგი ის, ვინც წვდება მას, რაიც სხვისათვის მიუწვდომელია. ხოლო ამით არ თავდება ხელმწიფის სახელდებით ნააზრი; იგი კიდევ უფრო მეტს, უფრო გულისხმიერს მოასწავებს. ოქროს ხანაში მმართველი მეფეც იყო და მღვდელიც. ქართული გაგებით ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან, როგორც ითქვა, "ფლობა" გამოვლინებულია "უფლისაგან". მფლობელი, მაშასადამე, "მღვდელიცაა". იმავე მკვლევარის მიგნებით, სიტყვა "მღვდელი" წარმოსდგება სიტყვისაგან "ღუდვა", რაიცა "წვას" ნიშნავს. მღვდელი ანუ მწველი. იგულისხმება წვა არა მარტო გარეგანი: წვა შესაწირავი ცხოველისა, არამედ შინაგანიც: წვა წადილით ღვთიურის მისაღებათ. მფლობელი-როგორც მეფე და მღვდელი ერთს პიროვნებაში-კურთხეულად ითვლება: იგი ჰფენდა ირგვლივ გარდამქმნელ ძალას სხივოსანს: მარჯს, გერმანული შესატყვისით "ჰაილ"(Heil), რაიც ხელდასმით გადადიოდა სხვაზე. რენე გენონის მოწმობით, ამ ძალა-გადავლენას არაბულ-ებრაულად "ბარაქაჰ" ეწოდება. ეს სიტყვა ქართულ სიტყვაშიც გვხვდება და სწორედ ხელთან დაკავშირებით უმთავრესად: "ბარაქიანი ხელი", ნაგულისხმევია კურთხეული ხელი, მადლის გამომვლინებელი. რა არის ეს ხელი კურთხეული, თუ არ იგივე "მწიფე ხელი"? დიახ, ქართული სახელდებით, "ხელმწიფე", მოცემულია პლასტიურად მთელი კონცეპცია "Priester-König"-ისა, მღვდელ მეფის

Сообщить о нарушении Подробнее